საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სოციალურ ქსელში მანანა გვრიტიშვილი ძალიან ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს. მან თავის ბაბუას დიდი ხნის ოცნება აუხდინა და Deep Purple-ის ლაივ კონცერტზე წაიყვანა.
57 წლიანი თავმბრუდახვევი კარიერის ამ "ხანდაზმულ" ეტაპზე როკ ჯგუფს ტურნე აქვს. ჯგუფი 1968 წელს შეიქმნა და როკის ისტორიაში ჰარდ და ჰევი მეტალის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა, თუმცა ითვლება, რომ მათი მუსიკა რომელიმე კონკრეტულ ჟანრს არ მიეკუთვნება. ჯგუფს მთელ მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მისი გიტარისტი - რიჩი ბლექმორი, კლავიში - ჯონ ლორდი და დრამერი - იან პეისი ვურტუოზ ინსტრუმენტალისტებად მიიჩნევიან.
"ბაბუ 75 წლის არის და მელოდება, ერთი სული აქვს, კონცერტზე როდის წავიყვან" - ამბობს მანანა ვიდეოში.
"მექვსე თუ მერვე კლასში ვიყავი Deep Purple-ის პირველად რომ მოვუსმინე.
ეს მუსიკა ბებიაშენმა რომ გაიგოს, გააფრენს!" - ემოციებს ვერ მალავს როკ ჯგუფის ქართველი გულშემატკივარი.
11/20/2025