
10/06/2026
სოსო სირბილაძე ის ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმე დღის წინ, სრულიად დაუგეგმავად მოხვდა.
სოსო გორელების ჯგუფში გამოქვეყნებული მანქანის სანომრე ნიშნებით ამოიცნეს და ასე გაირკვა, რომ სწორედ ის იყო ახალგაზრდა, რომელმაც გორში, გვიან ღამით უცნობ მოხუც ქალს 470 ლარის წამლები უყიდა.

zmna.ge სოსო სირბილაძესთან დაკავშირებას ცდილობდა და მის პირად ფეისბუქ გვერდზე, ძალიან საინტერესო ისტორიას წავაწყდით.
გვინდა ეს ისტორია ჩვენს მკითხველსაც გავუზიაროთ.
„რამდენიმე წლის წინ ერთმა ქალბატონმა დამლოცა... დამლოცა და იცით როგორ?
არ ვიცი მისმა სიტყვებმა ჩემს გონებაში და გულში ძალიან დიდი კვალი დატოვა...
ამ ქალბატონმა მითხრა ცხოვრებაში როცა გაიფიქრებ რომ „დამთავრდა, მორჩა, ვერ შევძლებო“, - გაიხსენე რომ მე შენ დაგლოცე და ყოველთვის წარმატებული იქნებიო.
როცა გამოვტრიალდი ამ ქალბატონისგან, მან უკან მომაძახა - გახსოვდეს შვილო ასე მხოლოდ ორი ადამიანი დაგლოცავსო, საკუთარი დედა და მეო.
არ არსებობს ადამიანი ვინც დავლოცე და მისი მფარველი არ ყოფილიყოსო.
რამდენიმე წლის შემდეგ, ერთ დღეს, თითქოს რაღაც ვერ გამოდიოდა, თითქოს ხელი ჩავიქნიე, მაგრამ უცებ გამახსენდა რომ სამყაროში ორმა უდიდესმა ადამიანმა დამლოცა - დედა ზევიდან დამყურებდა და ძალას მაძლევდა - შენ ამას შეძლებო.ხოლო მეორე კიდევ იმ ქალბატონის დალოცვამ, რომელმაც ჩემს გულში და გონებაში გადატრიალება მოახდინა," - ვკითხულობთ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ:
"ეკლესიაში მოვიხსენიებ სოსოს დედის სულს" - დაუგეგმავი გმირობის ამბავი
გააზიარე სტატია