Logo

"ასე როგორ "აბოლებთ" პაციენტებს" - ზაზა თელია კოლეგებს მიმართავს

"ასე როგორ "აბოლებთ" პაციენტებს" - ზაზა თელია კოლეგებს მიმართავს

12/19/2025

ტექსტის ზომა

დერმატოლოგი ზაზა თელია იმ ექიმებს მიმართავს, რომლებიც პაციენტებს არასაჭირო და საკმაოდ ძვირადღირებულ კვლევებს და უსარგებლო წამლებს უნიშნავენ.
თელია უკმაყოფილოა, რომ მისი კოლეგების ერთი ნაწილი, მოსახლეობის მძიმე მატერიალურ მდგომარეობას არ ითვალისწინებს.

"აი ერთი ფენომენი ვერ გამირკვევია. სტატისტიკურად მაგალითად ვინც ჩვენთან კლინიკაში რეკავს ან ფეისბუქზე გვწერს ჩაწერასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ერთ-ერთი შეკითხვა კონსულტაციის ღირებულებას ეხება, ანუ მოსახლეობას უჭირს, ანუ 120ლარი კონსულტაციის ღირებულება ანუ 44 დოლარი ეძვირებათ, იმიტომ რომ ერი გაჭირვებულია....

ჰოდა ვერ გამიგია, ასე როგორ "აბოლებთ" პაციენტებს, რომ არაფრისთვის საჭირო, არაფრის მაქნის და უსარგებლო კვლევებს უნიშნავთ ზოგჯერ 500 ლარის, ზოგჯერ 1000 ლარის და ზოგჯერ 2000 ლარის ღირებულების.... და შემდეგ ამავე ღირებულების არაფრის მაქნის "fake" წამლებს უნიშნავთ.....რა ფენომენთან გვაქვს საქმე,"- წერს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ექიმიზაზა თელიაკვლევებისაყვედური
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026