Logo

„ასე რომ არ მღეროდეს, ხომ დიდი ხნის მოკლული მეყოლებოდა"- მაია ჯაბუა თამრიკო ჭოხონელიძეზე

„ასე რომ არ მღეროდეს, ხომ დიდი ხნის მოკლული მეყოლებოდა"- მაია ჯაბუა თამრიკო ჭოხონელიძეზე

01/21/2026

ტექსტის ზომა

თამრიკო ჭოხონელიძის, მაია ჯაბუასა და ეკა კახიანის მეგობრობა უკვე ნახევარ საუკუნეს ითვლის. საზოგადოებას ერთნაირად უყვარს ამ ტრიოს მიერ საოცრად შესრულებული სიმღერები და მათი მეგობრობის მხიარული ისტორიები, რომელთა შესახებაც მომღერლები ხშირად ჰყვებიან.

მაია ჯაბუა იხსენებს:

„თამრიკო ყველგან აგვიანებდა... როცა ტრიოში ვმღეროდით, ამის გამო სულ ვნერვიულობდით. უზარმაზარი კონცერტი გვქონდა ფილარმონიაში, ჯერ ისედაც ვნერვიულობთ, როგორ ვიმღერებთ და თან თამრიკო არ ჩანს... მე და ეკა უკვე ნერვიულობის პიკში ვართ, უკვე გვაცხადებენ - ჯაბუა, კახიანი, ჭოხონელიძე... და ზუსტად ამ დროს შემოდიოდა, კულისებში აგდებდა პალტოს და პირდაპირ სცენაზე, მიკროფონთან შემოდიოდა... მაგრამ იქ მიკროფონთან, რა თქმა უნდა, მღეროდა საოცრად.

ამას წინათ ეკას დედამ, ფლორა დეიდამ გაგვახსენა ერთი ამბავი. რეპეტიცია გვაქვს ეკასთან. ახალი სიმღერა უნდა ვისწავლოთ კონცერტისთვის... რამდენიმე საათი ველოდეთ თამრიკოს... არ მოდის, არ მოდის და ისეთი გაბრაზებულები ვართ, გვინდა რომ გავგლიჯოთ... როგორც იქნა მოვიდა, დაჯდა, დაუკრა და იმღერა... და ისეთები დაუკრა და ისეთი იმღერა, რომ მაშინ მითქვამს -„ასე რომ არ მღეროდეს, ხომ დიდი ხნის მოკლული მეყოლებოდა-მეთქი.“

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026