Logo

რელიგია

"ასე თუ გააგრძელა, ჩვენნაირებს ეკლესიაში დაგვაბრუნებს" - ისტორია, რომელსაც მამა დოროთეზე ჰყვებიან

"ასე თუ გააგრძელა, ჩვენნაირებს ეკლესიაში დაგვაბრუნებს" - ისტორია, რომელსაც მამა დოროთეზე ჰყვებიან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ფეისბუქზე ვრცელდება მოქალაქე სალომე კვარაცხელიას პოსტი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვლზე. სალომე ამბავს იხსენებს, რომელსაც ქაშვეთთან შეესწრო და წერს, რომ სასულიერო პირს ალბუს დამბლდორს ამსგავსებს, „ჰარი პოტერის“ სამყაროს პერსონაჟს, რომელიც უძლიერესი ჯადოქარია და ბოროტს ამაცხებს. იქვე კომენტარში ვკითხულობთ:

"სულ მეფიქრებოდა, რომ დამბლდორია ეს ადამიანი და ახლა, ამ შენმა ამბავმა დამიდასტურა ეს ჩემი ფიქრი. საკუთარი დამბლდორი რომ გვყავს, ესეც ხომ საოცარი ამბავია? ხოდა, მალე იმასაც დავამარცხებთ, ვისი სახელიც არ ითქმის."

სალომე კვარაცხელია: რამდენიმე დღის წინ ქაშუეთის მიწისქვეშაში გადავდიოდი. წინ მიდიოდა დოროთე და რამდენიმე მოძღვარი (მგონი, მისი მოსწავლეები).
მეორე მხრიდან თინეიჯერები ჩამოდიოდნენ კიბეზე ჟივილ-ხივილით და ხმაურით. უცებ, ეს შავოსნები გვერდზე გადგნენ და გზა დაუთმეს. გაშრნენ ის ბავშვები, დაიბნენ, გაჩუმდნენ. გავჩერდი მეც, მაინტერესებდა როგორ ჩაივლიდა ეს ამბავი.
უცებ, დოროთემ გაუღიმა ამ ბავშვებს და დალოცა. ისინი მოვიდნენ ძალიან მორიდებულად სათითაოდ და თავი დაუხარეს, დალოცვის მისაღებად.

21-ე საუკუნის ქრისტიანობა იმ წუთას ხდებოდა ქაშუეთის წინა მიწისქვეშაში: აჯაჯული თინეიჯერები რომ დალოცა დამბლდორივით კეთილმა მოძღვარმა. მერე ჩუმად ჩაიარეს და რამდენიმე ნაბიჯში შემომესმა აღტაცების შორისდებულები.
ამ სამმა შაოსანმა კი გზა გააგრძელა მშვიდად ასასვლელისკენ.

ძალიან ცოტას შეუძლია ეს, ალბათ, შენთან მოიყვანოს ქრისტე ამ ფორმით, ანუ უკიდურესად სათნოდ, ძალიან ადამიანურად, ხელშესახებად ახლოს და სრულიად ძალდაუტანებლად.

.....

ამასწინათ მეგობარს ვეუბნებოდი, არქიმანდრიტი დოროთე თუ ასე გააგრძელებს, ჩვენნაირებსაც კი დაგვაბრუნებს ეკლესიაში-მეთქი. ასე ანუ როგორც ზემოთ მიწერია. ჩვენნაირებს ანუ ვისაც დღევანდელ ქართულ ეკლესიურ ინსტიტუციაში იესო ქრისტესმაგვარსა და მართლმადიდებლური ქრისტიანობის აჩრდილსაც კი ვერ ვპოულობთ ვერაფერს. თუმცა აღარაა ეს საშიშროება უკვე. ქართულ ეკლესიაში ისეთ მსახურებს რა ესაქმებათ, რომელმაც შეიძლება ღმერთთან დაგაახლოვოს. ძალიან ლოგიკურია საპატრიარქოს დღევანდელი განცხადება და ზედ ილია II-ს ხელმოწერაც.

ავტორი: ზმნა

12/16/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024