Logo

სასარგებლო რჩევები

ასუქებს თუ არა კარტოფილი? - მითები და სინამდვილე კარტოფილის შესახებ

ასუქებს თუ არა კარტოფილი? - მითები და სინამდვილე კარტოფილის შესახებ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხშირად, როგორც კი წონაში კლებას ან ჯანსაღ კვებაზე გადასვლას გადავწყვეტთ, პირველი პროდუქტი, რომელიც „შავ სიაში“ ხვდება, კარტოფილია. თუმცა, ნუტრიციოლოგი სანდრო გოგოხია ამბობს, რომ ეს მიდგომა სტერეოტიპულია და რეალობას არ შეესაბამება.


სანდრო გოგოხია განმარტავს, რომ ყველაფერი კარტოფილის მომზადების მეთოდზეა დამოკიდებული და სათანადო ფორმით მომზადებული ეს პროდუქტი, არა მხოლოდ დაბალკალორიულია, არამედ წონაში კლების პროცესში დანაყრების საუკეთესო წყაროც შეიძლება გახდეს.

"ხშირად ამბობენ - „კარტოფილი ასუქებს!“
კარტოფილი, თავისთავად, არ ასუქებს. მნიშვნელობა აქვს მომზადების მეთოდს და მთლიან რაციონს.

კარტოფილი კლებისას იდეალური პროდუქტია. ის გაძლევს სისავსის შეგრძნებას და სხვათა შორის, დაბალკალორიულია.

კარტოფილი

არ მიირთვათ ფრი, დიდი რაოდენობით ზეთში შემწვარი კარტოფილი, "ოჯახურის" სტილში მომზადებული, ან ეგრეთ წოდებული მექსიკური ვერსია. ასევე არ მიირთვათ მოხარშული კარტოფილი, ზემოდან ბევრი დამდნარი ყველით ან ბეკონით.

კარტოფილი

თავისუფლად მიირთვით მოხარშული, გამომცხვარი, გრილზე ან აეროგრილში შემწვარი კარტოფილი და ნუ ერჩით ამ მშვენიერ ნახშირწყალს,"-გვირჩევს ნუტრიციოლოგი.

ავტორი: ზმნა

07/10/2026