Logo

"ათინათი" - თიკა ჯამბურიასა და ირინა ბაირამაშვილის კოლაბორაცია

"ათინათი" - თიკა ჯამბურიასა და ირინა ბაირამაშვილის კოლაბორაცია

01/28/2026

ტექსტის ზომა

"ძალიან მომწონს ჩვენი ახალი კოლაბორაცია," - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ირინა ბაირამაშვილი და თიკა ჯამბურიასთან ერთად ნამღერი "ათინათის" ვიდეოჩანაწერს ავრცელებს.
"მიხარია რომ თქვენც სწორად შეაფასეთ და სწორად მოვიდა თქვენამდე ჩვენი ემოცია," - წერს მომღერალი.

Your browser does not support the video tag.


შეგახსენებთ, მომღერლები ირინა ბაირამაშვილი და თიკა ჯამბურია საზოგადოების წინაშე, ახალი ბენდით და ახალი შეთავაზებით წარდგნენ. მომღერალი გოგონები მზად არიან ადამიანებს მნიშვნელოვანი დღეები სიმღერებით გაულამაზონ.
"მოგესალმებით ჩემო საყვარელო ხალხო, ჩვენი ბენდი დაბრუნდა, ამიტომ სიამოვნებით მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ძალიან მრავალფეროვანი მხიარული პროგრამა თქვენი უმნიშვნელოვანესი დღეების გასაფორმებლად. მე და თიკა გიმღერებთ ყველასთვის საყვარელ სიმღერებს და მთელი გულით ვეცდებით ჩვენს უმაგრეს ბენდთან ერთად ეს დღე მუსიკალურ ზეიმად გიქციოთ," - ნათქვამია ირინა ბაირამაშვილისა და თიკა ჯამბურიას განცხადებაში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ათინათითიკა ჯამბურიაირინა ბაირამაშვილიკოლაბორაცია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026