ეს გემრიელია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ქართული სუფრა ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ტრადიცია, სითბო და რუდუნება ერწყმის ერთმანეთს. სააღდგომო სუფრა არის სიმბოლო, სადაც ემოციები, ოჯახური იდილია და განსაკუთრებული განწყობა, თაობებს აერთიანებს. ასეთ სუფრაზე განსაკუთრებით პომპეზური ადგილი უჭირავს სააღდგომო პასკას!

ფართო არჩევანი ყოველთვის იძლევა შესაძლებლობას, მაგრამ საბოლოოდ ყოველთვის ისმის ერთი მთავარი კითხვა: როგორ შევარჩიოთ საუკეთესო? სწორედ აქ იკვეთება ნამდვილი ღირებულებები - ხარისხი, ნატურალურობა და გულით შექმნილი პროდუქტი.

როცა არჩევანი ეხება პასკას, რომელიც სააღდგომო სუფრის ცენტრში იკავებს ადგილს, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
"ათინათის" პასკა სწორედ ამ ტრადიციების გაგრძელებაა - სახლური პასკა, რომელიც ბავშვობის გემოს გვახსენებს. მისი ტექსტურა მძიმე და ნოტიოა, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი პასკა.

ეს არ არის უბრალოდ დესერტი — ეს არის დაუვიწყარი გემო, დამზადებული ნატურალური ინგრედიენტებით. რომელიც ოჯახურ სუფრაზე განსაკუთრებულ განწყობას ქმნის. ათინათის პასკა არის არჩევანი, სადაც მთავარი ინგრედიენტი სიყვარულია. სიყვარულის გარეშე, ხარისხი არ არსებობს, სიყვარულით შექმნილი პროდუქტი კი არის გემო რომელთანაც ყოველთვის ვბრუნდებით.

04/09/2026