Logo

ჯანმრთელობა

აუტიზმის ახალი თერაპია ბავშვებში, სოციალურ უნარებს, 5 დღეში აუმჯობესებს

აუტიზმის ახალი თერაპია ბავშვებში, სოციალურ უნარებს, 5 დღეში აუმჯობესებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჩინეთში ჩატარებულმა ახალმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის არაინვაზიური სტიმულაციის ტექნიკა (a-cTBS) აუტიზმის მქონე ბავშვებში სოციალურ კომუნიკაციასა და ენობრივ უნარებს აუმჯობესებს. სამედიცინო ჟურნალ The BMJ-ში გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, მეთოდი უსაფრთხოა და ხანმოკლე სესიების გამო, ბავშვებისთვის ტრადიციულ სტიმულაციაზე ბევრად მოსახერხებელია.

კვლევაში 4-დან 10 წლამდე ასაკის 200 ბავშვი (167 ბიჭი და 33 გოგონა) მონაწილეობდა, რომელთა ნახევარს, ინტელექტუალური შეფერხებაც ჰქონდა. მონაწილეები 5 დღის განმავლობაში, დღეში 10 სესიით, a-cTBS-ის (დაჩქარებული უწყვეტი თეტა-აფეთქების სტიმულაცია) აქტიურ ან იმიტირებულ (პლაცებო) თერაპიას იღებდნენ. სტიმულაცია მიმართული იყო ტვინის მარცხენა პირველად მოტორულ ქერქზე, რომელიც მოძრაობაზე, ენასა და სოციალურ კოგნიციაზეა პასუხისმგებელი.

მკურნალობის დასრულებიდან ერთ თვეში ჩატარებულმა შეფასებამ აჩვენა, რომ a-cTBS ჯგუფის ბავშვებს, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ სოციალური პასუხისმგებლობის (SRS-2) და ენობრივი მაჩვენებლები.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, გვერდითი მოვლენები აქტიური თერაპიის ჯგუფში უფრო ხშირად დაფიქსირდა (54.5% პლაცებო ჯგუფის 29.3%-ის წინააღმდეგ). ყველაზე გავრცელებული ჩივილები მოუსვენრობა და თავის კანის დისკომფორტი იყო, თუმცა ყველა რეაქცია მსუბუქი აღმოჩნდა და სპონტანურად, ჩარევის გარეშე გაიარა.

მკვლევრების განცხადებით, მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ a-cTBS შესაძლოა, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის, ეფექტურ და მასშტაბურ თერაპიულ ვარიანტად იქცეს. თუმცა, The BMJ-ის სარედაქციო წერილში ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ეს მეთოდი არ ანაცვლებს ტრადიციულ ფსიქოსოციალურ მხარდაჭერასა თუ საგანმანათლებლო თერაპიებს და სამომავლოდ, ის ბავშვთა ქცევითი მართვის მულტიმოდალური მიდგომის ერთ-ერთ კომპონენტად უნდა განიხილებოდეს.

წყარო: BMJ

ავტორი: ზმნა

05/03/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024