Logo

სასარგებლო რჩევები

აუცილებელი ინვენტარი რთველისთვის

აუცილებელი ინვენტარი რთველისთვის

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

რთველი საქართველოში მხოლოდ მოსავლის აღებას არ ნიშნავს. ეს პროცესი ქართველისთვის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ყურძნის კრეფა და ღვინის დაწურვა.
ჩვენთან ადამიანები რთველს იმავე განწყობითა და შემართებით ხვდებიან, როგორც დღესასწაულს.

პროცესს ყურძნის დაკრეფიდან ღვინის დაყენებამდე არაერთი ეტაპი ახლავს, რომელთაგან თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია.
კარგი ყურძნისა და საუკეთესო ღვინის მიღების კარგად გამოცდილი მეთოდების გარდა, საბოლოო შედეგზე გავლენას ახდენს ისიც, რამდენად სწორად არის შერჩეული და მომზადებული რთველისათვის საჭირო ინვენტარი.

ყურძნის საწური, საწნახელი, წნეხი-პრესი, ყურძნის საჭყლეტი, ბოცა, კასრი, ელექტრო ტუმბო თუ ღვინის ბოთლი - ყველა ეს საჭირო ნივთი უმჯობესია მანამდე მოიმარაგოთ, ვიდრე დაკრეფილი ყურძენი ეზოში აღმოჩნდება.

თითოეულ მათგანს ღვინის მომზადების პროცესში თავისი ფუნქცია აქვს.

რთველი

ყველაფერი ყურძნის პირველადი დამუშავებით იწყება


ღვინის დაყენების პირველი ეტაპი ყურძნის სწორი დამუშავებაა. თანამედროვე მეღვინეობაში ტრადიციული საწნახელი კვლავ ინარჩუნებს თავის ადგილს, თუმცა პროცესის დასაჩქარებლად და შრომის შესამსუბუქებლად სულ უფრო მოთხოვნადი ხდება თანამედროვე ყურძნის საჭყლეტი დანადგარები.

საჭყლეტი და ყურძნის საწური უზრუნველყოფს მარცვლის თანაბარ დამუშავებას ისე, რომ წიპწა არ დაზიანდეს, რაც ღვინის გემოვნურ თვისებებს ინარჩუნებს.

ბაზარზე გვხვდება საჭყლეტების რამდენიმე ტიპი მარტივი მექანიკური მოდელებიდან ელექტრულ მოწყობილობებამდე. არჩევისას გასათვალისწინებელია პირველ რიგში ყურძნის რაოდენობა და ის, რამდენად ხშირად აპირებთ მოწყობილობის გამოყენებას.

ყურძნის პირველადი დაწურვის შემდეგ რჩება მასა, რომელშიც გარკვეული რაოდენობის წვენი კვლავ არის დარჩენილი.

დარჩენილი ჭაჭის ბოლომდე გამოსაწურად, იმისათვის, რომ წვენის დანაკარგი მინიმუმამდე შემცირდეს წნეხი-პრესი გამოიყენება.

პრესი მასაზე ზეწოლით დარჩენილი სითხის მიღების საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობით ყურძენი მუშავდება და მნიშვნელოვანია ნედლეულის რაც შეიძლება სრულად გამოყენება.

აქვე უნდა განვასხვაოთ ყურძნის საჭყლეტი და პრესი:

საჭყლეტი პირველ ეტაპზე მარცვალს ჭყლეტს, ხოლო პრესი უკვე დაჭყლეტილი მასიდან სითხის დამატებით გამოყოფას ემსახურება. ზოგიერთ მეურნეობაში ორივე მოწყობილობა გამოიყენება, რადგან მათი ფუნქციები ერთმანეთს ავსებს.

ბოცა კასრი

კასრი, ბოცა თუ ფოლადის კასრი?

ყურძნის გადამუშავების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ღვინის დასაყენებელი და შესანახი ჭურჭლის შერჩევაა. საოჯახო პირობებში ყველაზე გავრცელებული ღვინის ჭურჭელი ბოცაა. მისი გამოყენება განსაკუთრებით მაშინა პრაქტიკული, როდესაც მცირე რაოდენობის ღვინოს აყენებენ ან ღვინის დროებით შენახვასა და ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადატანას გეგმავენ.

უფრო დიდი მოცულობის ღვინის შენახვისთვის კასრი გამოიყენება. თანამედროვე მეღვინეობაში პოპულარულია ფოლადის კასრიც, რადგან უჟანგავი ფოლადი გამძლეა, მარტივად იწმინდება და სათანადო მოვლის პირობებში პროდუქტის გემოსა და არომატზე უცხო ზემოქმედებას არ ახდენს.

კასრი

ჭურჭლის არჩევისას მხოლოდ მოცულობას ნუ გაითვალისწინებთ. მნიშვნელოვანია, რამდენად მარტივად ირეცხება ის, მჭიდროდ იხურება თუ არა და მოსახერხებელია თუ არა ღვინის შემდგომი გადაღებისა და შენახვისთვის.

ელექტრო ტუმბო - როცა ხელით გადატანა აღარ არის პრაქტიკული

რთველის დროს ხშირად ხდება სითხის ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადატანა. რამდენიმე ლიტრის შემთხვევაში ეს მარტივადაც შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ დიდი მოცულობისას, საქმეს ელექტრო ტუმბო მნიშვნელოვნად ამარტივებს.

ტუმბოს შერჩევისას მნიშვნელოვანი მისი დანიშნულების განსაზღვრაა.

ელექტრო ტუმბო

ყველა მოწყობილობა საკვებ სითხეებთან მუშაობაზე არ არის გათვლილი. ღვინოსა და ყურძნის წვენთან კონტაქტისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მასალა, კვებისთვის შესაბამისი უნდა იყოს და მისი გაწმენდაც მარტივად უნდა ხერხდებოდეს.

ტუმბო განსაკუთრებით მოსახერხებელია დიდი კასრებისა და ავზების გამოყენებისას, როდესაც ჭურჭლის ხელით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ღვინის ბოთლი - ბოლო ეტაპიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პირველი

ბოთლები

როდესაც ღვინო მზად არის ჩამოსასხმელად, სათანადო ღვინის ბოთლი და შესაბამისი საცობი ხდება საჭირო. ბოთლი გამოყენებამდე კარგად უნდა გაირეცხოს. ცუდად გარეცხილმა ჭურჭელმა შეიძლება უკვე დასრულებული პროდუქტის ხარისხიც კი დააზიანოს.

თუ ღვინო ხანგრძლივად უნდა შეინახოთ, გასათვალისწინებელია როგორც ბოთლის ტიპი, ისე საცობისა და ჩაჩის ხარისხი და შენახვის პირობები.

თუ ჭაჭის გამოყენებასაც გეგმავთ

როგორც წესი, საქართველოში ღვინის დაწურვის შემდეგ დარჩენილი ჭაჭის გამოყენებაც პოპულარულია.
სწორედ ამიტომ, რთველის ინვენტარში დისტილაციის მოწყობილობის არსებობაც საჭიროა.

ჭაჭა

ასეთი დანადგარის შერჩევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხარისხიან მასალას, გამართულ კონსტრუქციას და უსაფრთხოების წესების დაცვას.

მოწყობილობა ყოველთვის მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად უნდა გამოიყენოთ, რადგან დისტილაცია მაღალ ტემპერატურასთან და აალებად ნივთიერებებთან დაკავშირებული პროცესია.

დისტილაცია

ინვენტარის სისუფთავე - დეტალი, რომელსაც შედეგის შეცვლა შეუძლია

რთველისათვის მხოლოდ კარგი მოწყობილობების შეძენა საკმარისი არ არის. ყველაფერი, რაც ყურძენს, ტკბილს ან ღვინოს შეეხება, გამოყენებამდე საფუძვლიანად უნდა გაირეცხოს და შესაბამის პირობებში შეინახოს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ:

საჭყლეტსა და პრესში დარჩენილ ყურძნის ნაწილაკებს;

კასრებისა და ბოცების შიდა ზედაპირებს;

მილებსა და ტუმბოს იმ ნაწილებს, რომლებშიც სითხე მოძრაობს;

ბოთლებსა და საცობებს;

ყველა იმ ხელსაწყოს, რომელსაც უშუალო შეხება აქვს პროდუქტთან.

ინვენტარის გაწმენდა, სეზონის დასრულების შემდეგაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ასე მოწყობილობები მომავალ რთველს უკეთეს მდგომარეობაში შეხვდება.

რა უნდა მოვიმარაგოთ რთველამდე?

ინვენტარის საბოლოო სია დამოკიდებულია მოსავლის რაოდენობასა და იმაზე, მხოლოდ ყურძნის დაწურვას გეგმავთ თუ ღვინის დაყენების სრულ პროცესს.

რთველი

საჭირო შეიძლება გახდეს ყურძნის საჭყლეტი, ყურძნის საწური, საწნახელი, წნეხი-პრესი, ბოცა, სხვადასხვა მოცულობის კასრი ან ფოლადის კასრი, ელექტრო ტუმბო, ღვინის ბოთლები და სხვა დამხმარე მოწყობილობები.

სწორად შერჩეული ინვენტარი რთველს მხოლოდ უფრო სწრაფს არ ხდის, ის პროცესის ორგანიზებაში, სისუფთავის დაცვასა და ნედლეულის ეფექტურად გამოყენებაშიც გვეხმარება.

სწორედ ამიტომ ღირს სეზონის დაწყებამდე გადაამოწმოთ, რა გაქვთ უკვე მზად და რისი დამატებაა საჭირო.

მიჰაუსი

რთველისათვის მზადება საკმაოდ ბევრი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს, ამიტომ განსაკუთრებით მოსახერხებელია, როცა ყველა საჭირო ნივთის შეძენა ერთ სივრცეშია შესაძლებელი.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“ სასოფლო-სამეურნეო და მეღვინეობის ინვენტარის ფართო ასორტიმენტია წაროდგენილი.

სეზონური მზადებისას „მიჰაუსი“ მომხმარებელს სთავაზობს როგორც მექანიკურ, ისე ელექტრო მოწყობილობებს, რაც საშუალებას გაძლევთ, მარტივად შეარჩიოთ თქვენს მეურნეობაზე მორგებული ხარისხიანი ტექნიკა და რთველის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული გახადოთ.

„მიჰაუსში“ შესაძლებელია რთველისა და ღვინის დამზადების სხვადასხვა ეტაპისთვის საჭირო ინვენტარის შერჩევა ისე, რომ პროცესი ყურძნის დაკრეფიდან ღვინის შენახვამდე, წინასწარ ორგანიზებული და მოსახერხებელი იყოს.

ავტორი: ზმნა

08/25/2026

mihouse.geინვენტარიმიჰაუსირთველი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024