საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ინკლუზიური განათლების სპეციალისტმა თინათინ გობაძემ რამდენიმე დღის წინ, ერთი ანონიმური წერილი გაასაჯაროვა. წერილის ავტორი ბავშვობაში
გადატანილი უმძიმეს გამოცდილების შესახებ ჰყვებოდა.
" გაფრთხილება: ქვემოთ მოცემული წერილი შეიცავს ბავშვზე სექსუალური ძალადობის მძიმე აღწერას." - თინათინ გობაძის ამ გაფრთხილების მიუხედავად, წერილის შინაარსი კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
“ბაბუაჩემი (დედაჩემის მამა) ჩემზე სექსუალურად ძალადობდა...
3 წლის ვიყავი პირველად მარტო რომ გამიშვეს ბებიასთან და ბაბუასთან სოფლად (მას მერე ყველა არდადეგებზე იქ ვიყავი ხოლმე), ღამით ბებიას და ბაბუას შუაში ვიწექი ხოლმე, მეხუტებოდნენ, მეფერებოდნენ... ბებია რომ დაიძინებდა ბაბუა მაინც აგრძელებდა ჩემთან ,,თამაშს". როცა ჩემი დაბანის დრო მოვიდოდა ბაბუა წყალს გააცხელებდა, ჩამსვამდა დიდ ,,ტაშტში" და თვითონ მბანდა ყველაფერს (ბებია ძროხებს უვლიდა ამ დროს)...
არ ვიცი მაშინაც ჰქონდა თუ არა გულში ცუდი ფიქრები, მაგრამ 6, 7, 8 - წლის ასაკშიც ცდილობდა მას დავებანე, მიუხედავად იმისა რომ უკვე შემეძლო დამოუკიდებლად ბანაობა.
8 წლის ვიყავი პირველად, როცა გაცნობიერებულად მახსოვს რომ ეს ,,ღამის თამაშები" აღარ მომეწონა. მე ზურგით ვიწექი მისგან ის ცდილობდა ჩემს საცვალში ხელი ჩაეყო, მისრესდა მკერდს. მანახე აბა თუ გაგეზარდაო. და ასევე მახსოვს ვიგრძენი როგორ მაჭერდა ზურგზე თუ უკანალზე რაღაცას(ამას ბავშვის თვალით დანახულს გიყვებით თორემ ახლა უკვე ზუსტად ვიცი რასაც ნიშნავდა ეს ყველაფერი)...ასევე ყურებში ახლაც მესმის ზოგჯერ ის ხმა, მისი უცნაური გმინვა, ალბათ მას ეგონა რომ მეძინა უკვე მაგრამ მე ყველაფერი მესმოდა.
მას შემდეგ სულ თავს ვარიდებდი მათთან წასვლას, თუმცა 12 წლის ვიყავი ისევ რომ გამიშვეს სოფელში. ამ დღეს, უფრო სწორად ღამეს იგივე განმეორდა რაც 8 წლის ასაკში, ერთი ცვლილებით, ამჯერად უკვე ცდილობდა მეც ჩავეთრიე, შენ ხომ გიყვარდა ბაბუას მოფერება ერთხელ შენც მომეფერეო, და ცდილობდა ჩემი ხელი მისი საცვლისკენ წაეღო.
იმ ღამეს უკანასკნელად დავრჩი მათთან, მეორე დღესვე დავურეკე მამაჩემს წამიყვანე-მეთქი. არ მახსოვს რა მოვიმიზეზე, თუმცა სიმართლე არავისთვის მითქვამს არასოდეს, მეშინოდა არ ვიცი რისი მაგრამ მაინც ვერ გავბედე ვინმესთვის მოყოლა.
ახლაც პირველად ვწერ ამაზე. რთული იყო სტრესის გადალახვა, განსაკუთრებით მაშინ როცა დავქორწინდი და მეუღლის ყოველ შეხებაზე ძალაუნებურად გონებაში მიტივტივდებოდა ყველაფერი. ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე გადავლახე, ზოგჯერ მესიზმრება ხოლმე რომ ისევ 8 წლის ვარ და ისევ იქ ვარ. ბაბუაჩემს კი დღემდე ზიზღით ვუყურებ, იშვიათად ვხვდებით მაგრამ ზოგჯერ გვიწევს ხოლმე ოჯახურ ამბებში,” - ვკითხულობთ წერილში.
zmna.ge თინათინ გობაძეს დაუკავშირდა და წერილის შესახებ მეტის გაგება სცადა.
"ხშირად შემომდიოდა პირად შეტყობინებაში თხოვნა, რომ ვიდეოების ქვეშ ჩამერთო ანონიმურად კომენტარების დაწერის ფუნქციაც. ამან მიმახვედრა და მიკარნახა რომ ადამიანებს უბრალოდ ისტორიების გაზიარება და მოყოლა ანონიმურად უნდოდათ. შევქმენი ფორმა სადაც გამომწერებს მივეცი ამის შესაძლებლობა და შემოვიდა ბევრი წერილი, მათგან ერთ-ერთი იყო ეს ისტორიაც," - გვიამბობს თინათინ გობაძე.
ინკლუზიური განათლების სპეციალისტს მიაჩნია, რომ პრობლემა ბავშვების სქესობრივი განათლების ნაკლებობაშია ან მის არარსებობაშია. მსგავსი ამბების თავიდან ასაცილებლად კი, შვილებთან ადრეული ასაკიდან საუბარია აუცილებელი.
"ეს ისტორია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რატომ არის სქესობრივი განათლება ბავშვების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. წერილში აღწერილი შემთხვევა არ დაწყებულა აშკარა ძალადობით. პირიქით, ძალადობა წლების განმავლობაში ვითარდებოდა – „თამაშის“, „მოფერების“, „ზრუნვის“ სახელით.
სწორედ ამიტომ ბავშვებს ხშირად უჭირთ გააცნობიერონ, რომ მათ მიმართ განხორციელებული ქმედება არასწორია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოძალადე ახლობელი, საყვარელი და ნდობით აღჭურვილი ადამიანია.
ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვი აუცილებლად მოჰყვება, თუ ვინმე მას აწყენინებს. რეალობა კი განსხვავებულია. ბავშვები ხშირად დუმან, რადგან:
სწორედ აქ იკვეთება სქესობრივი განათლების მნიშვნელობა. როდესაც ბავშვი ადრეული ასაკიდან სწავლობს:
სქესობრივი განათლება არ არის ბავშვის „ნაადრევად გაზრდა“. სქესობრივი განათლება არის ბავშვისთვის ცოდნის, სიტყვებისა და უნარების მიცემა, რათა მან შეძლოს საკუთარი სხეულის, პირადი საზღვრებისა და უსაფრთხოების დაცვა.
ეს ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს: ბავშვების დაცვა იწყება არა შიშით, არამედ ცოდნით, ღია კომუნიკაციითა და პირადი საზღვრების პატივისცემის სწავლებით ადრეული ასაკიდან,"- ამბობს თინათინ გობაძე.
06/24/2026