საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
რეზი არველაძემ ბიძინა ბარათშვილთან პოდკასტში - "ბაბუა წესების გარეშე" შვილიშვილებზე ისაუბრა. რეზის და თეონას ორი შვილიშვილი ჰყავთ - ორი წლინახევრის სოფია და 11 თვის რეზი. სოფია ვატოს და მაკუნა ზედაშიძის ქალიშვილია, ნიკას და ქეთი წიქვაძეს კი პატარა რეზი გაუჩნდათ, რომელიც ერთ თვეში ერთი წლის გახდება.


რეზი არველაძე: ბაბუა მე რომ ვარ, ისეთი უნდა. სოფიამ ახლა რომ დამირეკოს, ბუკნარში წავალ აქედან.
რეზიზე და სოფიაზე სიტყვები, განათლება და გადმოცემის უნარი არ მყოფნის. ვიღაც რომ შეგიყვარდება, გინდა გალაკტიონი იყავი და გინდა სერვანტესი, ანდა შექსპირი და შოპენი, ვერც ერთი მათგანი სიტყვით შენს ქმედებას ვერ გადმოსცემს.
იმდენ დროს ვატარებ მათთან, რომ კიდევ კარგი, სამსახურეობრივად იმხელა ვალდებულებები არ მაქვს, თორემ ან გამომაგდებდნენ, ან მე თვითონ წამოვიდოდი.
ამ მდგომარეობას ვერ გადმოგცემთ...

პატარა გოგოსთან ასეთი ყოველდღიური შეხება აქამდე არ მქონია. გოგოები განსხვავებულები არიან. უფრო მომთხოვნია და აფთარივით არის. ბიჭებს დაელაპარაკები, გაიგებს.
ბაბუობაში ფულს რომ იხდიდდნენ, სხვას არაფერს გავაკეთებდი. დილით და საღამოს კბილებს გამოვიხეხავდი და მორჩა, ეგ არის. ბაბუობაში რომ ფულს იხდიდნენ, ჩემზე მდიდარი კაცი არ იქნებოდა.
რეზიმ რომ ფეხბურთი ითამაშოს, სად უნდა იყოს თამაში, რომ რომელიმე მატჩზე არ მივიდე...


08/24/2026