Logo

ეს გემრიელია

"ბაღდოს" პასკაზე რომ გიჟდებით და ვენებს იჭრით, ასე მზადდება" - შეფ გურამ ბაღდოშვილის ხაჭოს პასკის რეცეპტი

"ბაღდოს" პასკაზე რომ გიჟდებით და ვენებს იჭრით, ასე მზადდება" - შეფ გურამ ბაღდოშვილის ხაჭოს პასკის რეცეპტი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

აღდგომა მოდის და ყველაზე გემრიელი დესერტის - ხაჭოს პასკის რეცეპტს გთავაზობთ. რეცეპტი გურამ ბაღდოშვილს ეკუთვნის.

1 ხაჭოს პასკის ულუფა

ინგრედიენტები

ხაჭო - 400გრ • არაჟანი - 35 გრ • კარაქი 80 გრ • შაქარი 50გრ • ვანილი - 1გრ • ალკოჰოლი - 1ჩაის კოვზი • დარიჩინი - 1 გრ • ლიმონის ცედრა - 1ც • ფორთოხალი - 1ც • ნაღები - 80 გრ 35% • კვერცხის გული - 2 ცალი • საზამთროს მურაბა - 50 გრ • კაკლის მურაბა - 50 გრ • კომშის მურაბა - 50 გრ • გარგრის ჩირი - 30 გრ • კარალიოკის ჩირი - 30 გრ • შავი ქლიავი ჩირი - 30 გრ • ნიგოზი - 30 გრ • ცუკატი - 30 გრ • ქიშმიში - 30 გრ

მომზადება

კარაქი ისე ავთქვიფოთ გავათეთროთ. ცალკე ავთქვიფოთ ხაჭო და არაჟანი. ტექსტურა უნდა იყოს კრემისებური.

კვერცხის გულს ვაყრით შაქარს და ვასხამთ ნაღებს. ვხარშავთ ორთქლზე. უმი კვერცხით არ ვაკეთებ კრემს. ამით თავიდან ვიცილებ სალმონელას ჩხირებით დაინფიცირების რისკს. ინგლისური კრემის ტიპის კრემს ვამზადებ. ვაყრით ვანილს. ვურევთ. მომზადებულს ყინულებზე სწრაფად ვაგრილებ.

დიდ ჭურჭელში ერთმანეთში გადაურიეთ ათქვეფილი კარაქი, ნაღები და ხაჭო-არაჟანი ერთმანეთში და დააყარეთ ჩირების ნაკრები, გემოვნების მიხედვით. ნიგოზი, მურაბები - კაკლის, საზამთროს, კომშის. დაფქული მუსკატირ კაკალი, ლიმონის და ფორთოხლის ცედრა. მიხაკი, დარიჩინი...

"ბაღდოს" პასკაზე რომ გიჟდებით და ვენებს იჭრით, ასე მზადდება

გურამ ბაღდოშვილი

ვიდეო

ავტორი: ზმნა

04/04/2026