სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
„ბაკურიანის“ ახალი გემო უკვე აქ არის – ტყის ჟოლო, 0 შაქარი და 0 კალორია!
თუ გიყვართ გამაგრილებელი სასმელები, მაგრამ შაქარს ერიდებით, „ბაკურიანს“ თქვენთვის სიახლე აქვს.
ბრენდმა გემოიანი წყლების ხაზი კიდევ უფრო გააფართოვა და ციტრუსისა და ლიმონის გემოების შემდეგ, მომხმარებელს ახალი გემო – ტყის ჟოლო წარუდგინა.
ახალი „ბაკურიანი“ დამზადებულია ნატურალური მინერალური წყლის ბაზაზე, ჟოლოს ნატურალური არომატიზატორით.
რაც მთავარია, ის აბსოლუტურად უშაქროა - 0 შაქარი და 0 კალორია - ასეთია ახალი გამაგრილებელი სასმელის შემადგენლობა, რომლის სასიამოვნო არომატიც თავს არასოდეს დაგავიწყებთ.
ამიტომ „ბაკურიანი“ კენკრის არომატით მათთვისაც საუკეთესო არჩევანია, ვინც კვებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ან უბრალოდ მსუბუქ სასმელს ანიჭებს უპირატესობას.
გემოიანი წყლები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება და „ბაკურიანიც“ სწორედ ამ ტენდენციას პასუხობს. ახალი გემო მათთვის შექმნეს, ვისაც ყოველდღიურობაში განსხვავებული, გამაგრილებელი და მსუბუქი ალტერნატივა სურს.
სიახლის შესახებ ბრენდმა ახალი ვიდეორგოლიც წარადგინა, რომელიც კომპანია „ინდუსტრია ფილმმა“ გადაიღო. მისი მთავარი გზავნილი მარტივია – „ბაკურიანი“ ტყის ჟოლოს გემოთი უკვე მაღაზიებშია და მისი შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ.
ახალი პროდუქტი „ბორჯომის“ ჩამომსხმელ ახალ ქარხანაში იწარმოება. თუ აქამდე „ბაკურიანის“ ციტრუსის ან ლიმონის გემო მოგწონდათ, ახლა უკვე ტყის ჟოლოსაც შეგიძლიათ ეზიაროთ და ისიამოვნოთ.
07/09/2026