სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დიეტებისა და წონის კლების გარშემო უამრავი მითი არსებობს. განსაკუთრებით გავრცელებულია მითები გარკვეული ხილის, მათ შორის ბანანის, რაციონიდან სრული ამოღების შესახებ.
ბევრი მიიჩნევს, რომ ბანანის კალორიულობა და შაქრის შემცველობა წონის კლების პროცესს აფერხებს, თუმცა რეალობა გაცილებით მარტივი და დაბალანსებულია.

კვების კონსულტანტი ნინო სოსელია განმარტავს, რომ ბანანი მდიდარია ბოჭკოთი და ორგანიზმისთვის აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებით, რის გამოც მას დაბალანსებულ დიეტაში საპატიო ადგილი უჭირავს. მთავარი საიდუმლო არა მკაცრ აკრძალვებში, არამედ ულუფების სწორ გადანაწილებასა და დღიურ რაციონშია.დღეში ერთი ბანანი კი შეიძლება იდეალური წახემსება იყოს ისე, რომ წონის დაკლების პროცესს ხელი არ შეეშალოს.

"ბანანი გასუქებთ? და სწორი კვების დროს მისი მირთმევისგან თავს იკავებთ?
ბანანს ხშირად ერიდებიან წონის კლების დროს, მაგრამ არ ითვალისწინებენ, რომ ბანანი შეიცავს ბოჭკოს და სასარგებლო ნივთიერებებს და ის შეიძლება ძალიან კარგად ჩაჯდეს დაბალანსებულ კვებაში.
წონის კლების დროს ყურადღება მიაქციეთ არა იმას, რომ ბანანი აკრძალულია, არამედ ულუფას და მთლიანად დღის რაციონს.

ერთი ბანანი შეიძლება იყოს შესანიშნავი არჩევანი წახემსებაზე... გავახსენოთ წონის კლების მთავარი პრინციპი - აკრძალვები კი არა, სწორი რაოდენობა და ბალანსი,“ - გვირჩევს ნინო სოსელია.
09/02/2026