Logo

"ბავშვები შიშველი ხელებით გამოვიყვანე" - შვეიცარიის ტრაგედიას გმირი ჰყავს

"ბავშვები შიშველი ხელებით გამოვიყვანე" - შვეიცარიის ტრაგედიას გმირი ჰყავს

01/03/2026

ტექსტის ზომა

ახალი წლის ღამეს შვეიცარიის სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში დატრიალებულ ტრაგედიას (ბარში გაჩენილ ხანძარს) 40 ადამიანი ემსხვერპლა, 119 კი დაშავდა. გარდაცვლილთა დიდი ნაწილი 18-19 წლის ახალგაზრდები არიან.

უცხოური პრესა 55 წლის იტალიელ ფინანსისტზე წერს, რომელმაც უბედურ შემთხვევას ხელიდან ათი ახალგაზრდა გამოსტაცა.

პაოლო კამპოლოს, ტრაგედიის დროს, შეშინებულმა ქალიშვილმა დაურეკა და შველა ითხოვა. კამპოლო მყისიერად მივიდა, ალმოდებულ შენობაში შევარდა და ახალგაზრდები გადაარჩინა. მას გმირს უწოდებენ.

კვამლის შესუნთქვის გამო ამჟამად კლინიკაშია.

კამპოლომ მედიას განუცხადა: „ისინი დახმარებას რამდენიმე ენაზე ითხოვდნენ. ძალიან პატარები იყვნენ. არ მიფიქრია ტკივილზე, კვამლზე, საფრთხეზე. ბავშვები შიშველი ხელებით გამოვიყვანე. ერთმანეთის მიყოლებით. ისინი ცოცხლები იყვნენ, მაგრამ დაშავებულები, ბევრი მათგანი მძიმედ“...

ხანძარი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026