ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, სულ უფრო ხშირად გვესმის ჩივილი ახალგაზრდა თაობის „ეგოიზმსა“ და სოციალურ პასიურობაზე.
არის კი ეს მხოლოდ ხასიათის თვისება, თუ საქმე ბევრად ღრმა, შეძენილ ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს?
ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე მიიჩნევს, რომ ეკრანებზე გადატანილი ყურადღების გამო, ახალგაზრდებში რეალური კომუნიკაციისა და ემპათიის უნარი უბრალოდ ატროფირდება.
„ეს არ ნიშნავს, რომ მათ ემპათიის გრძნობა საერთოდ არ გააჩნიათ. მათ უბრალოდ არ იციან და ვერ კითხულობენ სხვის ემოციებს, რადგან თვალებით კონტაქტი დაკარგეს,“ - განმარტავს ფსიქოლოგი.
მისი თქმით, ვირტუალურ სამყაროში ჩაძირვა იმდენად თიშავს ადამიანს რეალობიდან, რომ ქუჩაში ელემენტარული ორიენტაციაც კი პრობლემა ხდება, ხოლო ემოციური მიმანიშნებლების წაკითხვის შეუძლებლობა, თანამედროვე ადამიანის ქცევას ხშირად აუტისტური სპექტრის ნიშნებსაც კი ამსგავსებს.
"ახლა ვჩივით, რომ ეგოისტები არიან. ხო, ეგოისტები არიან, ეს შენ თვითონ ჰქენი და ვის აბრალებ? არა აქვს კომუნიკაცია, თვალებში არ გიყურებს. ვერ კითხულობს, იმიტომ კი არა, რომ ემპათია არა აქვს, არ იცის ეს როგორ უნდა, უნარი აქვს დაჩლუნგებული.
თვალებში არ გიყურებს, იმიტომ რომ სულ იმას უყურებს, გაჯეტს.
აი, ქუჩაში დააკვირდით... მე სულ მაინტერესებს, როგორც ფსიქოლოგს და ქუჩაში რომ დავდივარ, აქეთ-იქით ვიყურები. შეიძლება დაგეტაკოს ტიპი, საერთოდ არ იცის რა ხდება, სად არის, რას აკეთებს?
ასევე დაკარგულია ემოციური მიმანიშნებლები... როცა ერთმანეთს ვუყურებთ, სახეზე ხომ უნდა შევამჩნიოთ მოგეწყინება თუ გაბრაზდები?
ამ ემოციებს ვერ ხვდებიან. ამიტომ ზოგჯერ ფიქრობენ, რომ სპექტრიაო... იმიტომ რომ სპექტრს აქვს ეს თვისებები," - ამბობს თამარ გაგოშიძე.
06/25/2026