Logo

ყველაფერი ბავშვებზე

"დედა, მათხოვე შენი პომადა" - დერმატოლოგის რჩევები გოგონებს და მათ დედებს

"დედა, მათხოვე შენი პომადა" - დერმატოლოგის რჩევები გოგონებს და მათ დედებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დღესდღეობით, სოციალური ქსელების გავლენით, ბავშვები სულ უფრო ადრეულ ასაკში ინტერესდებიან დეკორატიული კოსმეტიკით. ხშირად მშობლებს უჭირთ უარის თქმა.

რამდენად უსაფრთხოა მოზრდილებისთვის განკუთვნილი საშუალებები ბავშვის ნაზი კანისთვის? ამ თემაზე დერმატოლოგი ნინო ორახელაშვილი გვესაუბრება.

ბავშვი და კოსმეტიკა

დერმატოლოგი განმარტავს, თუ რა ასაკიდან არის დასაშვები კოსმეტიკის გამოყენება და რა ნივთიერებებს უნდა მოვერიდოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ალერგიული რეაქციები და კანის დაზიანება.

“მინდა ვისაუბრო იმ საკითხზე, რომლითაც ბოლო დროს ძალიან ბევრმა მშობელმა მომმართა. ეს არის ბავშვები და კოსმეტიკა.

მშობლებო, ალბათ ბოლო დროს ძალიან ხშირად გესმით: „დედა, მათხოვე შენი პომადა“, ან „ჩემს ყველა კლასელს და მეგობარს აქვს ტუში, ჩემთვის რატომ არ შეიძლება?“

მინდა მომისმინონ  და გაითვალისწინონ ბავშვებმა.

ბავშვებო, თქვენი კანი დედის კანისაგან განსხვავდება. ის გაცილებით ნაზი და თხელია, ვიდრე დედასი. ამიტომ, როდესაც დედის ტუშს ან თუნდაც პომადას იყენებთ, იცოდეთ, რომ ამ პროდუქტებმა შეიძლება თქვენი კანი გამოაშროს და გააღიზიანოს, ალერგია გამოიწვიოს.

ბავშვი და კოსმეტიკა

მოდით, ახლა ვთქვათ, რა შეიძლება და როდის შეიძლება. 5 წლამდე კოსმეტიკის გამოყენება საერთოდ არ შეიძლება. პრინციპულად მნიშვნელოვანია სწორი პროდუქტის შერჩევა. რა არ უნდა შედიოდეს პროდუქტში? პროდუქტში არ უნდა შედიოდეს ალკოჰოლი, არ უნდა შედიოდეს პარფიუმი, არ უნდა შედიოდეს ძლიერი ქიმიური ნივთიერებები — ლაპარაკია პარაბენებზე და ფტალატებზე.

ბავშვი და კოსმეტიკა

მოდით, ახლა ჩამოვთვალოთ „ოქროს წესები“, რა უნდა გაითვალისწინოთ, ბავშვებო:

  • თუ მაკიაჟი დაიტანეთ, აუცილებლად ჩამოიბანეთ, არ დაიტოვოთ ის კანზე.
  • არ ათხოვოთ თქვენი კოსმეტიკა თქვენს მეგობრებს.
  • არ გამოიყენოთ ვადაგასული პროდუქტები, რადგან ტუში, როდესაც გახსნით, ვარგისიანია 3 თვე, ხოლო პომადა — 1 წელი.
  • თუ კანი გაგიღიზიანდათ კოსმეტიკამ, აუცილებლად სწრაფად ჩამოიბანეთ და აღარ გამოიყენოთ ის.
  • კოსმეტიკის დატანამდე აუცილებლად გატესტეთ ის მაჯაზე. თუ კანი გაგიღიზიანდათ, აღარ გამოიყენოთ ის,’”- გვირჩევს დერმატოლოგი.

ავტორი: ზმნა

04/03/2026

ბავშვი და კოსმეტიკადერმატოლოგინინო ორახელაშვილირჩევები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024