Logo

სასარგებლო რჩევები

"ბავშვი არ უნდა გახდეს იმის მტკიცებულება, რომ კარგი მშობელი ხართ"- ფსიქოთერაპევტი ლეილა ლომუაშვილი

"ბავშვი არ უნდა გახდეს იმის მტკიცებულება, რომ კარგი მშობელი ხართ"- ფსიქოთერაპევტი ლეილა ლომუაშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხშირად, ბავშვების აღზრდისას, საკუთარი ბავშვობის ტრავმებისა და გამოცდილებების გავლენის ქვეშ ისე ვექცევით, რომ ამას თავადაც ვერ ვაცნობიერებთ.
მშობლები, რომლებიც თავად იზრდებოდნენ მუდმივი კრიტიკის, შედარებებისა და ემოციური სიცივის გარემოში, ზრდასრულ ასაკში ქვეცნობიერად იწყებენ შვილებისგან იდეალურობის, სანიმუშო ქცევისა და უნაკლო ნიშნების მოთხოვნას.


როგორ ავიცილოთ თავიდან ამ მტკივნეული ოჯახური სცენარების გადაცემა მომავალ თაობაზე და როგორ მივცეთ შვილებს უფლება, იყვნენ უბრალოდ ბავშვები, ყოველგვარი ზედმეტი მოლოდინების გარეშე?

ფსიქოთერაპევტი ლეილა ლომუაშვილი სამ საინტერესო რჩევას აძლევს მშობლებს.

ლეილა ლომუაშვილი

"ხანდახან მშობლები თვითონ იზრდებოდნენ კრიტიკის, შედარებების, ემოციური სიცივის გარემოში... ამის გამო, ზრდასრულ ასაკში, ისინი შესაძლოა გაუცნობიერებლად ელოდნენ შვილისგან იდეალურობას, კარგ ნიშნებს, კარგ ქცევას, წარმატებებს, რომლითაც შეუძლია მშობელს იამაყოს.

მაგრამ ბავშვი არ უნდა გახდეს თქვენთვის, როგორც მშობლისთვის იმის მტკიცებულება, რომ კარგი მშობელი ხართ. როცა სიყვარული დამოკიდებული ხდება შედეგებზე, ბავშვი აღიქვამს, რომ მხოლოდ მაშინ აფასებენ, როცა მისის ქცევა მოლოდინებს შეესაბამება.

მშობელი

რისი გაკეთებაა შესაძლებელი?

1. პირველი არის ის, რომ შეამჩნიოთ საკუთარი ქცევები, რეაქციები. თუ შვილის წარმატება, წარუმატებლობა, მიღწევები დიდ დაძაბულობას იწვევს თქვენში, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მე ახლა მასზე ვფიქრობ თუ რაღაცის დამტკიცებას ვცდილობ მისი მეშვეობით?“

2. მიეცით ბავშვს უფლება იყოს ჩვეულებრივი. მას აქვს უფლება დაუშვას შეცდომები, გაბრაზდეს ან უბრალოდ მოიწყინოს. ასევე აქვს უფლება იყოს არაიდეალური და არ შეესაბამებოდეს თქვენს მოლოდინებს. ეს არ ხდის მას ცუდს.

მშობლები

3. დაკავდით საკუთარი შინაგანი მდგომარეობით და ტრავმებით. თუ თქვენი შეფასება, თვითშეფასება გარე მიღწევებზე დგას, დიდი ალბათობით გააკონტროლებთ შვილსაც. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფოკუსი მოაბრუნოთ საკუთარი თავისკენ, საკუთარი შიშებისკენ, სირცხვილისკენ და მოწონების სურვილისკენ.

არ არის აუცილებელი და ვერც იქნებით იდეალური მშობელი. საკმარისია გახდეთ ზრდასრული, რომელიც ამჩნევს საკუთარ სცენარებს და მუშაობს მათზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შვილისთვის," - გვირჩევს ფსიქოთერაპევტი.

ავტორი: ზმნა

07/02/2026

ბავშვებიგიორგი ჩოგოვაძერჩევებიფსიქოლოგია
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024