Logo

ყველაფერი ბავშვებზე

ბავშვი, რომელიც საშინაო დავალებას არ ასრულებს - სპეციალისტის რჩევები მშობლებს

ბავშვი, რომელიც საშინაო დავალებას არ ასრულებს - სპეციალისტის რჩევები მშობლებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბავშვისათვის მეცადინეობის მოტივაციის შექმნა, მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საზაფხულო საშინაო დავალებას ეხება.

ხშირად, როცა თხოვნა, შეხსენება და დაყოლიება აღარ მუშაობს, მშობელი ყველაზე მარტივ გზას მიმართავს - ბავშვს შესრულებული დავალების სანაცვლოდ ჯილდოს ჰპირდება.


ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ეფექტური მეთოდია, მაგრამ რამდენად ეხმარება ბავშვს პასუხისმგებლობისა და შინაგანი მოტივაციის ჩამოყალიბებაში?


ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე მიიჩნევს, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის და მეთოდის არჩევისას მშობელს დაფიქრება მართებს.

თინათინ გობაძე

"განვიხილოთ ასეთი ქეისი, “ბავშვი, რომელიც საშინაო დავალებას არ ასრულებს”... რამდენად რეკომენდებულია ამ დროს პირდაპირ ჯილდოს შეთავაზება?

ბავშვი საშინაო დავალებას არ აკეთებს. მშობელი კი, ჯილდოს ჰპირდება, დავალების შესრულების სანაცვლოდ. თუ ოჯახი არ ინტერესდება იმ რეალური საჭიროებით ან მიზეზით, რომელიც დავალების შეუსრულებლობის უკან დგას, და მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, როგორ აიძულოს ბავშვი დავალება შეასრულოს, მშობელსა და ბავშვს შორის ურთიერთობა ზიანდება.

მშობელმა პირველ რიგში უნდა გაიგოს, რა სჭირდება ბავშვს და რატომ არ ასრულებს დავალებას, შემდეგ კი შესაბამისი მხარდაჭერა შესთავაზოს.

ბავშვი

მოდი, შესაძლო მიზეზები სათითაოდ განვიხილოთ:

დავალება შესაძლოა ბავშვის შესაძლებლობებზე რთული იყოს. ბავშვს მისი შესრულება არ შეუძლია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა აკადემიური მხარდაჭერა ან შესაბამისი დახმარების უზრუნველყოფა. ჯილდოს დაპირებით დავალების შესრულების მცდელობამ შეიძლება ბავშვში შფოთვა გამოიწვიოს და ურთიერთობაც დააზიანოს.

დავალება შესაძლოა ბავშვის შესაძლებლობებთან შედარებით ზედმეტად მარტივი იყოს. ბავშვს ბეზრდება, ასეთ შემთხვევაში, ჯილდოს შეთავაზების ნაცვლად, შესაძლებელია მასწავლებელთან საუბარი და ბავშვის შესაძლებლობებზე მორგებული, დიფერენცირებული დავალების შეთავაზება. ყველა ბავშვმა თავისი შესაძლებლობების შესაბამისი დავალება უნდა გააკეთოს.

ბავშვი

დავალება შესაძლოა ბავშვისთვის საინტერესო არ იყოს. ჯილდოს შეთავაზების ნაცვლად, შესაძლებელია მასწავლებელთან საუბარი, რათა ბავშვს მხოლოდ „გასამეორებელი“ კი არა, აღმოჩენასა და კვლევაზე ორიენტირებული დავალებებიც მიეცეს. მშობელს ასევე შეუძლია ბავშვთან ერთად სახლში ჩაატაროს სხვადასხვა კვლევითი აქტივობა და ექსპერიმენტი.

დავალება შესაძლოა ბავშვისთვის აზრს მოკლებული იყოს. ჯილდოს ნაცვლად, მშობელს შეუძლია მასწავლებელთან ისაუბროს იმის შესახებ, რომ დავალება უფრო მეტად დაუკავშირდეს რეალურ ცხოვრებას.

ბავშვს შესაძლოა შფოთვა ჰქონდეს და მარტო დარჩენა არ უნდოდეს. ასეთ შემთხვევაში, ჯილდოს შეთავაზების ნაცვლად, მშობელს შეუძლია უბრალოდ ბავშვთან ახლოს იყოს და თავისი ყოფნითა და მხარდაჭერით დაეხმაროს.

ბავშვი

თუ მშობელი ბავშვის საჭიროების გაგების გარეშე მხოლოდ ჯილდოს იყენებს, ამან შეიძლება ბავშვში გაუფასურების განცდა შექმნას და მათ ურთიერთობასაც ავნოს.

მაგრამ თუ მშობელი გაარკვევს, რატომ არ ასრულებს ბავშვი დავალებას და სწორედ ამ მიზეზის შესაბამისად დაეხმარება, ჯილდოს გამოყენების საჭიროებაც შეიძლება აღარ არსებობდეს და მათი ურთიერთობაც გაძლიერდეს," - ურ

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

08/12/2026

ბავშვითინათინ გობაძემეცადინეობამშობელი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024