Logo

ყველაფერი ბავშვებზე

ბავშვი, რომელიც ყველაფერს გიჯერებთ - აღზრდის წარმატება თუ ფარული საფრთხე? - ფსიქოლოგის განმარტება

ბავშვი, რომელიც ყველაფერს გიჯერებთ - აღზრდის წარმატება თუ ფარული საფრთხე? - ფსიქოლოგის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბევრ მშობელს ჰგონია, რომ „კარგი ბავშვი“ ის არის, ვინც არასდროს კამათობს, უფროსს უსიტყვოდ ემორჩილება, მოთხოვნისთანავე ჩუმდება და ყველაფერს ზუსტად ისე აკეთებს, როგორც ეუბნებიან.

ასეთი ბავშვი- კომფორტული, მშვიდი და მორჩილი, თითქოს აღზრდის იდეალური შედეგია. მაგრამ ფსიქოლოგები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმ საფრთხეზე, რომელიც უსიტყვო მორჩილებას შეიძლება ახლდეს.

რა ხდება მაშინ, როცა ბავშვი საკუთარ აზრს აღარ გამოხატავს? როცა მას მხოლოდ ბრძანებების შესრულება აქვს ნასწავლი? და შეიძლება თუ არა, რომ სწორედ ასეთი „დამყოლი“ ბავშვი ერთ დღეს სხვის გავლენასაც ისე დაემორჩილოს, ვერც კი გააცნობიეროს, რას აკეთებს?

ხათუნა მუზაშვილი

ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი მიიჩნევს, რომ ზედმეტად მორჩილი ბავშვის ქცევა ყოველთვის დადებითი ნიშანი არ არის განსაკუთრებით მაშინ, როცა მოზარდი საკუთარ სურვილებსა და ემოციებს მთლიანად თრგუნავს.

"ვხედავთ მოძალადე ბავშვების ჯგუფებს თუ დაჯგუფებებს, რომლებიც ახორციელებენ რაღაცა ქმედებებს, ვიღაცას კლავენ თუ ძალადობენ... და ვხედავთ მათ უკან მდგარ მშობლებს, რომლებიც გაოგნებული უყურებენ თავიანთ შვილებს, რადგან თავიანთ შვილებს ასეთს არ იცნობენ...

აღზრდა

და აი ზუსტად ამას რომ ვხედავთ, აქ მივდივართ, იმ ღიაობასთან, რომ ეს დამყოლი ბავშვი, რომელიც მორგებული არის ოჯახის რეალობას, და სადაც ეუბნებიან გაჩუმდი - ჩუმდება და სადაც ეუბნებიან დაჯექი - ჯდება, სჩადის გარკვეულ დანაშაულებს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელია, რომ ჩვენ ჭკუაზე როცა დადის უკვე ადამიანი 14, 15, 16, 18 წლის და უსიტყვოდ ასრულებს ჩვენს ბრძანებებს, ძალიან დასაფიქრებელია - სად მიდის ეს ემოცია?" - ამბობს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

05/11/2026

აღზრდამორჩილებამშობელიხათუნა მუზაშვილი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024