Logo

საზოგადოება

„ბავშვობაში ხშირად დამცინოდნენ, განსაკუთრებით მოჭიდავე ბიჭები" - "მარტოკაცის" გამარჯვების ისტორია

„ბავშვობაში ხშირად დამცინოდნენ, განსაკუთრებით მოჭიდავე ბიჭები" - "მარტოკაცის" გამარჯვების ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სოციალურ ქსელში ყველასთვის კარგად ნაცნობი „მარტოკაცი“, ოზურგეთელი ახალგაზრდა მომღერალი დამიანე გორდელაძე, რომელიც ქართულ ხალხურ, განსაკუთრებით კი გურულ სიმღერებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის, საზოგადოებას მოულოდნელი ამპლუით წარუდგა.

მან საკუთარ გვერდზე ემოციური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ბავშვობის მძიმე მოგონებებზე, ბულინგსა და იმ დიდ ტრანსფორმაციაზე ისაუბრა, რაც წლების განმავლობაში მის ცხოვრებაში მოხდა.

დამიანეს გულწრფელ აღსარებას, სოციალურ ქსელში, ათასობით გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანები სიყვარულით და თანადგომით ამხნევებენ მომღერალს, რომელმაც გაიმარჯვა და ბიჭისგან, რომელსაც დასცინოდნენ, რეგიონის სიამაყედ იქცა.

„ბავშვობაში ხშირად დამცინოდნენ, გამხდარი და მაღალი ვიყავი. განსაკუთრებით დამცინოდნენ მოჭიდავე ბიჭები სოფლის ავტობუსში, როცა იგებდნენ, რომ ფორტეპიანოზე დავდიოდი.

როცა კრიმანჭულის სკოლაში მივედი, ისე დამამცირეს, ისე "დამაბულინგეს", მეორედ აღარ მივსულვარ.

შემდეგ წლები გავიდა... მე „მარტოკაცის“ გვერდი გავაკეთე. დღეს ასე თუ ისე ქუჩაში მცნობენ, განსაკუთრებით ოზურგეთში. და ის ბიჭები, რომლებიც ასე მექცეოდნენ, ასე მამცირებდნენ, დღეს მოდიან და ჩემთან ფოტოს გადაღება უნდათ. მეუბნებიან, რომ გურიის სიამაყე ვარ. მეც ვუღიმი, ვთანხმდები და ფოტოებს ვუღებ.

იცით ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ მე გავიმარჯვე. ნურასოდეს, ნურავის დაამცირებთ და დასცინებთ,“ - ამბობს ახალგაზრდა მომღერალი ვიდეომიმართვაში.

Your browser does not support the video tag.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

07/13/2026

დამიანე გორდელაძეისტორიამარტოკაციმომღერალი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024