საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნანკა კალატოზიშვილმა პოდკასტში "მერე?" სხვა თემებთან ერთად, სოციუმზე დამოკიდებულებასა და მარტოობაზე ისაუბრა. მსახიობი ამბობს, რომ "ხალხი რას იტყვის" - მისთვის არასდროს ყოფილა მისაღები მოცემულობა.
ნანკა კალატოზშვილი: საერთოდ არ მინდა ვიყო იდეალური. ამ შეფასებით, არანაირ შანსს არ გიტოვებენ შეცდომა დაუშვა. არანაირი მოთხოვნილება არ მაქვს, ყველას მოვწონდე და ვიყო იდეალური. შეცდომის დაშვების უფლება უნდა მქონდეს.
როგორ უნდა უნდა ურჩიო ადამიანს ის, რომ ნუ გაინტერესებს სხვა რას ფიქრობს შენზე, ან დაიკიდე-მეთქი. დაიკიდე. კონკრეტული ადამიანების აზრი შეიძლება მაინტერსებდეს. მაგრამ როცა სულ ასე ხარ, მაშინ შენ ცხოვრობ ვიღაცის წარმოდგენით, როგორი უნდა იყოს ნანკა - ასე უნდა იჯდეს, ასე უნდა ეცვას, ასე ლაპარაკობდეს...
ერთხელ ძალიან ახლობელმა ადამიანმა მითხრა, ნანკა, ნუ აზიზღებ ხალხს თავს, ბევრს რომ იბრძვი, ვიღაცას ის გონიხარ, ეს გონიხარო... რა მომენტში გადაწყვიტა ამ უახლოესმა ადამიანმა, რომ მე ეს მაინტერესებდა, არ ვიცი. ვის გადავუყვარდები, თუ რას ფიქრობს ჩემზე. რაღაცები შეიძლება მეშლება, გამოხატვის ფორმები შეიძლება არ მქონდეს კარგი, მაგრამ ამ ბრძოლაში დარწმუნებული ვარ, რომ მართალი ვარ. ადამიანურ კოდექსებზე და ღირსებაზეა საუბარი, ადამიანები რომ მლანძღავენ, ეს მე ემოციურად არ მეხება. არც არასდროს მეხებოდა. მართლა ბავშვობიდან არ მადარდებდა, რას იტყვის ვიღაცა. ასე გავიზარდე და ეს ალბათ აღზრდაზეა. "რას იტყვის ხალხი" - მე ამაში არ გავზრდილვარ. "შენ იყავი ბედნიერი" - აი, ამაში გავიზარდე. დაიკიდე - მარტივი სიტყვაა, როგორ უნდა ავხსნა, არ ვიცი. კონცენტრირდი საკუთარ ცხოვრებაზე, იმიტომ რომ არ გვაქვს ბევრი დრო. არავინ იცის, რამდენი გვაქვს დრო. სიბერე დიდი ფუფუნებაა. არ იცი, რამდენი გაქვს დრო. რეალურად მომავალი არ არსებობს. მომავალი ჩვენი მოგონილი ამბავია. დღეს, ახლა და აქ არსებობს. უნდა ეცადო აწმყო დროში იყო ბედნიერი. ამ დროს მისტირი წარსულს, გიჟივით მუშაობ მომავალზე და აწმყოში სიამოვნებას ვერ იღებ. რეალურად დღეს, აქ და ახლაა... აწმყოს რომ დაალაგებ, დაგილაგებდა წარსულიც და მომავალიც.
- მარტო დარჩენის შიში აქვთ ხშირად. ამაზე რას იტყვი?
- ეს შიში ქალებს აქვთ ძირითადად. ესეც სოციუმის გამო. თანაცხოვრება საერთოდ არ მხიბლავს. ერთ ჭერქვეშ ცხოვრების სურვილი არ მაქვს. არ მომწონს. არ ვგულისხმობ იმას, რომ პარტნიორი არ გყავდეს. შეიძლება ბევრი წელიც გაგრძელდეს პარტნიორთან ურთიერთობა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რატომ უნდა მოატყუო ადამიანი - თანაცხოვრება არ მომწონს. არც სიმარტოვის მეშინია. მე ამას სიმარტოვეს არ ვეძახი. ეს არის განმარტოება საკუთარ თავთან.
05/28/2026