Logo

სასარგებლო რჩევები

"ბავშვს პლასტმასის კონტეინერში არაფერი მოუთავსოთ" - გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს

"ბავშვს პლასტმასის კონტეინერში არაფერი მოუთავსოთ" - გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სწორი კვება, მხოლოდ სწორად შერჩეულ პროდუქტებს არ გულისხმობს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რაში ვამზადებთ ან ვინახავთ საკვებს. არასწორად შერჩეულმა ტაფამ, ქვაბმა ან საკვების შესანახმა კონტეინერმა, შესაძლოა უწყინარი კერძიც კი ჯანმრთელობისთვის საზიანო, ტოქსიკურ ნაერთად აქციოს.

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე, დეტალურად ხსნის, რომელი ჭურჭელია ჩვენი ორგანიზმისთვის ყველაზე უსაფრთხო და რომელი მალავს ფარულ საფრთხეებს.

გიორგი ღოღობერიძე

" ტაფებიდან ყველაზე ცუდი ტეფლონის ტაფებია, კარგია უჟანგავი ფოლადის, ხოლო საუკეთესო და უსაფრთხოა კერამიკის ტაფები.
რატომ არის ტეფლონის ტაფები ცუდი? როცა ტაფა ცარიელია, სანამ თქვენ მასზე კერძს მოათავსებთ, უცბად ცხელდება 260 გრადუსამდე და გამოყოფს ძალიან ბევრ ტოქსიკურ ნაერთს, რომლებიც მერე აზიანებს ჩვენს ფარისებრ ჯირკვალს და იწვევს ჰიპოთირეოზს.

ტაფა

ტეფლონის გამოყენება, დროთა განმავლობაში, ზრდის თირკმლის სიმსივნეების განვითარების რისკს, ხოლო ორსულ ქალებში ხელს უწყობს პრეეკლამფსიის განვითარებას.

ქვაბი

რაც შეეხება ქვაბებს: ცუდია ალუმინის ქვაბი, კარგია თიხის და უკეთესია ქვის.
თუ სახლში ჯერ კიდევ გაქვთ ალუმინის ქვაბები, უნდა გადაყაროთ, იმიტომ რომ ალუმინი ძალიან აქტიური მეტალია და ჩქარა და მარტივად რეაგირებს მჟავეებთან. ამიტომაც არის, რომ ალუმინის ჭურჭელში არ უნდა მომზადდეს არც პომიდვრის, არც ლიმონის, არც ძმრის შემცველი კერძები.

ქვაბი

ჭარბი ალუმინი მერე გადადის საკვებში და აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, განსაკუთრებით ბავშვებში
სხვათა შორის, მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ძვლების დარბილება, ანუ ოსტეომალაცია და ხელი შეუშალოს რკინას ჰემოგლობინის სინთეზში. სწორედ ამიტომაც არის, რომ ხელს უწყობს ანემიის განვითარების რისკსაც.

კონტეინერი

რაც შეეხება საკვების შესანახ ჭურჭელს - მათგან ცუდია პლასტმასის. კარგია თუჯის, ხოლო ყველაზე გამორჩეული და უსაფრთხო მინის ჭურჭელია.

პლასტმასის ჭურჭელში, ზოგადად, არაფერი უნდა შეინახოთ, იმიტომ რომ ისინი გამოყოფენ ბისფენოლ-A-ს და ფტალატებს, განსაკუთრებით თუ მათში რაღაცა თბილი ან ცხელი კერძი მოათავსეთ. და მერე ეს გამოყოფილი ნივთიერებები აზიანებენ რეპროდუქციულ სისტემას, განსაკუთრებით ბავშვებში. გოგონების შემთხვევაში ზრდიან საკვერცხეების პოლიკისტოზის, ასევე სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების რისკს.

პლასტმასი

ამიტომ ბავშვს პლასტმასის კონტეინერში არაფერი მოუთავსოთ და არ გაატანოთ საკვებად. ყოველთვის ჯობს გამოიყენოთ მინის კონტეინერი. სხვათა შორის, პლასტმასს ასევე შეუძლია გაზარდოს შაქრიანი დიაბეტისა და წონაში მატების რისკიც," - გვაფრთხილებს გიორგი ღოღობერიძე.

ავტორი: ზმნა

06/08/2026

გიორგი ღოღობერიძეპლასტმასირჩევებიჭურჭელი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024