საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მამებისა და შვილების ურთიერთობაზე ისაუბრა სალომე კასრაძის პოდკასტში პედაგოგმა, ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის ხელმძღვანელმა შალვა ამონაშვილმა.
ამონაშვილი ყურადღებას მამის ავტორიტეტის მნიშვნელობაზე და მამისა და შვილის სულიერი სამყაროს ერთობის აუცილებლობაზე ამახვილებს.
„ბავშვის სჭირდება გამგები მამა.
შვილი მამას უმალავს თავის შინაგან ცხოვრებას, მამაც არ უხსნის თავის შინაგან ცხოვრებას შვილს. ორივე ჩაკეტილია.

მამა ჭკუას არიგებს მარტო - არ წახვიდე არ მოხვიდე, ასე გააკეთე, ასე მოიქეცი... ბავშვიც გადაირია, იმიტომ რომ ზრდა უნდა და თავისუფლება.
აბა მამა გაიხსნას, წაიყვანოს შვილი თავის სამუშაოზე ,წავიდეს მასთან ერთად მივლინებაში, უამბოს როგორ შეუყვარდა ქალი და ახლაც როგორ უყვარს. უამბოს რა სიძნელეები აქვს სამუშაოზე, როგორი უფროსი ჰყავს, ან თვითონ როგორ უფროსობს... გაუხსნას გული...

ამ დროს დავინახავთ, როგორ იხსენება ბავშვი და ხდება სულის ერთობა. ასეთ ერთობაში მამის ნახევარი სიტყვა კანონი იქნება შვილისთვის,“ - ამბობს შალვა ამინაშვილი და მშობლებს, შვილებისათვის საუკეთესო მაგალითის მიცემისკენ მოუწოდებს.
“მივმართავ დედებსაც და მამებსაც, გინდათ, რომ კარგი შვილები გყავდეთ, საუკეთესოები? თქვენ თვითონ გახდით საუკეთესო მამები და დედები, საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო მეზობელი... ეცი პატივი შენს მშობლებს, მეგობრებს, გამვლელებს და ბავშვმა დაინახოს ეს.ზრუნვა გამოვიჩინე ქვეყნის მიმართ და ბავშვი დაინახავს ამას. ბავშვი გკითხავს, მამა არავინ არ გიყურებდა და რატომ აკეთებდი ამასო?

თუ ასეთს საქციელებს ჩავიდენთ და ეს საქციელები ბევრი იქნება ბავშვი გაიზრდება თვალსა ხადა ხელს შუა საუკეთესო,” - მიმართა მშობლებს შალვა ამონაშვილმა.
03/02/2026