Logo

სასარგებლო რჩევები

ბედნიერებას ჰყავს სამი მტერი - დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი

ბედნიერებას ჰყავს სამი მტერი - დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"ბედნიერებას ჰყავს სამი მტერი" - ამბობს დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დეკანოზი იმ სამ თვისებას ასახელებს, რომელიც ადამიანს ბედნიერების შეგრძნებასა და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში უშლის ხელს.
"ბედნიერების პირველი მტერი გახლავთ დაუსრულებელი გლოვა, დარდი, ნოსტალგია, სევდა წარსულზე... ასევე ამაო ფიქრი - "ასე რომ ყოფილიყო ,ისე იქნებოდა, ისე რომ ყოფილიყო, ასე იქნებოდა." ეს არის ამაოება, უაზრობა და სჯობს შევწყვიტოთ წარსულზე დარდი.

შემდეგი მეორე მტერი, ეს არის დრტვინვა მომავალზე -"ვაიმე, რა იქნება? როგორ იქნება? როგორ მოვიქცე?" სახარებამ გვასწავლა, რომ ხვალინდელმა დღემ თვითონ იფიქროს თავის თავზე, დღევანდელ დღეს საკმარისი საფიქრალი გააჩნია.

მესამე მტერი ეს გახლავთ უმადური მდგომარეობა. მამა გაბრიელი გვასწავლიდა: "თუ არ ისწავლეთ მადლიერება იმაზე, რაც გაქვთ, მომავალში ნუღარ იმედოვნებთ რამე მიიღოთ უფლისგან."

მადლიერებით ცხოვრება არის მშობელი ბედნიერი ცხოვრების. „მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის“ - ეს სიტყვები ანადგურებს ეშმაკის ყველა მანქანებას.

ღმერთმა ბედნიერებით გამყოფოთ და გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს და სულიერ სიყვარულს,“- ამბობს მოძღვარი.

ავტორი: ზმნა

05/25/2026