Logo

ჯანმრთელობა

"ბედნიერებისგან ყველა ტირის. წვება კაცი და იღვიძებს ქალი" - საშა კალანტავი სქესის შეცვლაზე

"ბედნიერებისგან ყველა ტირის. წვება კაცი და იღვიძებს ქალი" - საშა კალანტავი სქესის შეცვლაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პლასტიკურმა ქირურგმა საშა კალანტაროვმა Radvision-ში სტუმრობისას, სქესის შეცვლის თემაზე ისაუბრა.

თანამედროვე ქირურგიას შეუძლია ტრანსგენდერს დაუბრუნოს არა მხოლოდ სხეული, არამედ - იდენტობა.

საქართველოში დღეს სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება კანონით აკრძალულია. ქირურგი ჰყვება, რა შემთხვევაში კეთდება სქესის შეცვლის ოპერაცია და როდის არის ადამიანი მზად ამისთვის?

საშა კალანტაროვი: სქესის იდენტიფიკაცია რთული და საზოგადეობისთვის, მტკივნეული პროცესია. ჩვენ რომ ვიბადებით, ბავშვობა გვაქვს, ვთამაშობთ, შეგვიყვარდება ადამიანი, ვგრძნობთ ლიბიდოს და მერე გადავდივართ სექსუალურ ცხოვრებაზე. გვგონია, რომ ეს მარტივია და ასე უნდა იყოს.

თუმცა ყველა ადამიანში ასე არ არის. მსოფლიოში არსებობენ ტრანსგენდერები, ეს არის ადამიანის მდგომარეობა, როდესაც სხეული აბსოლუტურად ჯანმრთელია, მაგრამ ყველა ნიშნის მიხედვით, მაგალითად, მამრობითი სქესია, მაგრამ ადამიანი შინაგანდ აპროტესტებს ამას და აღნიშნავს, რომ სულიერად მდედრობითი სქესია.

საშა კალანტაროვი

ეს სოციალურად გამოიხატება ქცევებში, ტანსაცმელში, ვარცხნილობაში, მაკიაჟში და ასე შემდეგ. მოდის ის ეტაპიც, როდესაც ფიქრობს, ქირურგიულად შეიცვალოს ანუ დაიბრუნოს ის სქესი, რომელითაც საკუთარ სხეულს ფსიქოლოგიურად აღიქვამს.

მას ჰგონია, რომ ეს სხეული თავისი არ არის და უნდა, რომ დაიბრუნოს ის, რაზედაც ფიქრობს, რომ მისია.

ასეთ ადამიანს, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის სქესის შეცვლა სჭირდება. ის სხვა სხეულში ბედნიერი ვერ იქნება.

ამის გაგება ჩვენთვის რთულია, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით, ამაზე არსებობს უამრავი სამედიცინო კვლევა.

ასეთ შემთხვევაში, ადამიანი უნდა გაიზარდოს, გაიაროს ჰორმონოთერაპია და საბოლოო ჯამში, როდესაც ნამდვილად ჩამოყალიბებული აზრით იქნება, გაუკეთდება ოპერაცია. ამ დროს ფსიქიკურად ავადმყოფი არ უნდა იყოს. სამედიცინოდ უნდა დამტკიცდეს, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელია, უბრალოდ არის ტრანსგენდერული ანომალია. მერე უკვე თანამედროვე ქირურგიას შეუძლია დაეხმაროს.

- შესაძლებელია თუ არა, რომ ხელოვნურად შექმნილ ვაგინას ან პენისს ჰქონდეს მგრძნობელობა?

- ეს ძალიან საინტერესო თემაა. ვაგინის შექმნა ტექნიკურად, ვიზულურად და ფუნქციონალურად, რთულია, მაგრამ გაცილებით მარტივია, ვიდრე - პენისის. ქირურგიულად ასეა. მამაკაცის გარდაქმნა ოპერაციის გზით და მისთვის ქალის სასქესო ორგანოს გაკეთება, პრაქტიკულად 100 პროცენტით გამოდის. მას უკეთდება სრულყოფილი ვაგინა. არ არის საშვილოსნო და საშვილოსნოს ყელი. გარე სასქესო ორგანო კი, ჩვეულებრივი ქალის სასქესო ორგანოს იდენტურია.

გაცილებით რთულია მამაკაცის ასოს შექმნა. ისტორიულად, მისი შექმნის, ბევრი ვარიანტია, მაგრამ თანამედროვედ ითვლება ნაფლეთის რთული მიკროქირურგიული გადანერგვა, რომელიც შეიცავას ხანდახან კანს, ხან კუნთს, რომლისგან კეთდება საშარდე მილი, იქმნება სათესლე პარკი, ხდება სათესლე ჯირკვლის პროთეზირება, ასოს პროთეზირება იმისთვის, რომ ერექციული ფუნქცია დაუბრუნდეს. გაცილებით რთული და ხანგრძლივი პროცესია.

ტრანსგენდერი

- უმეტესად ქალად გადაკეთების ოპერაცია კეთდება, ვიდრე - პირიქით. ეს რისგან არის გამოწვეული? ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე?

- ძირითადად, ოპერაციის სირთულიდან გამომდინარეა. იმდენად რთული ეს ოპერაცია, რომ შედეგიც სასურველად კარგი არ არის. ვაგინოპლასტიკის შემთხვევაში, შედეგი იმდენად კარგია ვიზუალურად, ხანდახან ჩვენც გვიკვირს. სხვამ რომ ნახოს, ვერც მიხვდება. საზოაგდოებაში მათი ცხოვრება უფრო მარტივია. ამიტომ არის ხშირი ეს ოპერაციები.

- თქვენი ერთ-ერთი პირველი პაციენტი იყო საქართველოში ცნობილი სახე. მაინტერსებს, როგორ მიხვედით იქამდე, რომ შეიქმნა ისეთი სილამაზე, როგორიც კესარია იყო?

კესარიაკესარია

- სამწუხაროდ, უბედურება დაემართა...

ყველა ტრანსგენდერი სერიოზულ მომზადებას გადის. ეს იწყება იმ ასაკში, როცა ეს პრობლემა ყალიბდება. შეიძლება მიხვდეს 18 წლის ასაკში, შეიძლება ადრე, შეიძლება - გვიან. როცა მიხვდება, რომ რაღაც ხდება. შემდეგ ყალიბდება ჯგუფი, ფსიქოლოგის, ენდოკრინოლოგის, რომელთანაც მოზარდი გადის კონსულტაციებს.

ჩვენ, ქირუგები, ბოლო ეტაპზე ვერთვებით. მანამდე ის ჰორმონოთერაპიებზეა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მიხვდეს, უღირს თუ არა ასოს დაკარგვა და ვაგინის შეძენა. ამისთვის დროა საჭირო.

კესარია

მანამდე შეიძლება გაიკეთოს სახის ფემინიზაციის ოპერაციები, ძუძუს პლასტიკა, სხეულის ფემინიზაცია და ბოლოს უკვე, როდესაც დარწმუნებულია, რომ სასქესო ორგანოს შეცვლა სურს, ამ ოპერაციას იკეთებს. უნდა იცოდნენ, რომ დაკარგულ ასოს ვერ დაიბრუნებენ. ამიტომაც არის, რომ სქესის ქირურგიული შეცვლა, ბოლო ეტაპზე კეთდება.

კესარიაკესარია

ეს ოპერაცია ვერ კეთდება ახალგაზრდა ასაკში. 14 წლის შემდეგ, თუ მაშინვე ხვდება, რომ არ მოსწონს თავისი ვიზუალური სქესი, უნდა მიმართოს სათანადო ექიმებს. ამასაც დრო სჭირდება. ხუთ წლის მანძილზე გადის სხვადასხვა სპეციალისტების კონსულტაციებს, მეთვალყურეობას. როდესაც ჩემამდე მოდიოდნენ, 90 პროცენტში გავლილი ჰქონდათ ყველა სპეციალისტის კონსულტაცია. როდესაც ჩვენთან ეს ოპერაცია კეთდებოდა, მაშინ ტრანსგენდერების ჯგუფში ინფორმაცია მარტივად ვრცელდებოდა, ყველა იყო მომზადებული. ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას.

კესარია

- ბედნიერებისგან უტირიათ?

- ბედნიერებისგან ყველა ტირის. ჯერ ერთი, ვიზუალურადაც საოცარი ცვლილებაა. საოპერაციოდ წვება ბიოლოგიური კაცი და რვა საათში ბიოლოგიური ქალი იღვიძებს. ამას რომ უყურებენ...

ჩვენ დამატებით ვშრომობთ გარეგან სილამაზეზე, ესთეტიკას ვქმნით - ბაგეებს, კლიტორს და ა.შ.

  • ინტერვიუს ვრცელი ვერსია

ავტორი: ზმნა

07/24/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024