Logo

საზოგადოება

"ბევრი ადამიანი დავკარგე, დავიშალეთ და ამაში ვადანაშაულებ "ოცნებას" - ინგა გრიგოლია კოლეგებსა და მეგობრებზე

"ბევრი ადამიანი დავკარგე, დავიშალეთ და ამაში ვადანაშაულებ "ოცნებას" - ინგა გრიგოლია კოლეგებსა და მეგობრებზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"პირველ სტუდიაში" სტუმრობისას ინგა გრიგოლიამ ისაუბრა კოლეგებზე, რომლებსაც, სამწუხაროდ, სხვადასხვა პოლიტიკური შეხუდულების და სხვადასხვა მხარეს დგომის გამო გამოემშვიდობა.

ინგა გრიგოლია: ჩვენი პროფესია მთელი ცხოვრება ბრძოლა იყო. მარტი კი არ ყოფილა. მაგრამ ახლა არის ომი. მაკა ჩიხლაძეს რა დამართეს... იმ დღეს ვუყურე. მე მიჭირს მაგ კადრების ყურება. ვუყურე და ვფიქრობდი - როგორ გადარჩა? გურამ როგავა როგორა გადარჩა? ანდა გიორგი შეწირული...? ეს არის ომი. 5 ივლისი, ლექსო ლაშქარავა... ეს გაუგებარი შავრაზმელი ადამიანები წიხლებით რომ სცემენ... მაშინ იყო ბრძოლა, ახლა ომია.

მედია ასეთი გამოკვეთილად დაყოფილი... ალბათ, სამოქალაქო ომის პერიოდში თუ იყო. მაგრამ ვინარჩუნებდით ურთიერთობებს. მე ურთიერთობების გაწყვეტა მიჭირს. ამის გამო ხშირად მაკრიტიკებენ. ფეისბუქზე მქონია შემოტევა. მაგრამ ურთიერთობების გაწყვეტა ადამიანებთან, რომელთან ერთადაც ბავშობიდან მოდიხარ და მოგონებები გაკავშირებს, ჩემთვის ძალიან მძიმეა, ტრაგედიაა... მაგრამ ისე არიეს ეს ქვეყანა, თავისივე ხელით ისეთი უფსკრული ამოთხარეს საზოგადოებაში, რომ ჩატეხეს ურთიერთობები. ადამიანი, რომელთან ერთადაც მოდიხარ წლებია, უბრალოდ დაბადების დღეს არ მოგილოცავს ტელეფონზეც კი. მისთვის საერთოდ აღარ არსებობ. ეს ჩემთვის მტკივნეულია. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ურთიერთობები. იცი, როგორ მიჭირს ნებისმიერი ადამიანის დაკარგვა? იცი, როგორი ჩაბღაუჭებული ვიყავი ურთიერთობებს? მაგრამ ამ უფსკრულმა მოიტანა წყენები, გულგატეხილობა... ერთ დღეს დაფიქრდები - რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ? როცა შენი შვილი გარბის, უკან სპეცრაზმელი მისდევს და დასიებული თვალები აქვს და ამ დროს შენ, ამის "გაპრავებაში" ხარ ჩართული და წერ, ღირსები არიანო, მერე მე და შენ ვეღარ ვართ ერთად. ამ პროცესებმა ძალიან მტკივნეულად გაიარა ჩემს ცხოვრებაზე, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა. ბევრ ადამიანთან დავიშალე. და ამაში ვადანაშაულებ "ოცნებას", ამ ბოროტ პროპაგანდას, რომელმაც ადამიანებს ერთმანეთი დააკარგინა. სამწუხაროდ, ასეთი ცხოვრება დადგა.

ავტორი: ზმნა

12/22/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024