საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დავით ნატროშვილი (ბიზნესმენი, სპრაიბის დამფუძნებელი, გლობალური თამაშის - "ავიატორის" შემქნელი) მონაკოში ჩაწერილ "კაცმანის" ინტერვიუში თავისი წარმატების საიდუმლოზე ჰყვება. ბიზნესმენი ჰყვება, რა ისწავლა კახა ბენდუქიძისგან და როგორ მივიდა იმ სიმაღლემდე, რომ დღეს აიგეიმინგის ასეულში, ტოპათეულის სიის სათავეშია.
დავით ნატროშვილი: წარმატებული სულ ვიყავი, მთავრობაში ვმუშაობდი, ბევრი ბიზნესი მქონდა. მაგრამ ნამდვილ წარმატებას 45 წლის ასაკში მივაღწიე. სულ ვმუშაობდი, მეგონა, ფულია მთავარი. სულ გინდა უკეთესი მანქანა გყავდეს, უკეთესი და უკეთესი. 44 წლის შემდეგ მივხვდი, რომ ფული არ არის მთავარი, ბევრი ფულია მთავარი. ფილოსოფიურად რომ შეხედო, ფული, რასაკვირველია, კარგია. რატომ? ფულს შეუძლია იმის მოტანა, შენ რაც გიყვარს, რაც "გევასება" ის აკეთო. გინდა იახტა გყავდეს...
ჩემი ძველი მეგობარი, კახა ბენდუქიძე მეუბნებოდა, უნდა ეცადო ფაქიუმანი იშოვო. ფაქიუმანი რას ნიშნავს-მეთქი? ვიღაც რაღაც "სირობას" რომ შემოგთავაზებს, "ფაქიუ" რომ უთხრა. ისეთ ადამიანებთან რომ გქონდეს ურთიერთობა, ვისთანაც გინდაო.
კახამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა, ვიჯექი და ვიწერდი მისგან რაღაცებს. მან საქართველოზე დიდი გავლენა მოახდინა, დღეს რაც კარგი ბენეფიტები გვაქვს, კახას დამსახურებაა. მისგან ვისწავლე, რომ უნდა იყო ჰარდვორქერი - ძლიერად მომუშავე, ისწავლო ადამიანების ცნობა. კახა სწრაფად იგებდა, ვინ იყო ადამიანი.
ბევრი ბიზნესი და ბევრი ფული - სტრესია. მე სტრესს პოზიტიურად ვუყურებ, სულ ფორმაში ხარ.
გეიმინგის ინდუსტრიის ასეული გამოქვეყნდა, ჩემი თავი ტოპათეულის სათავეში აღმოვაჩინე, ნომინაციით - ყველაზე გავლენიანი პირი თამაშის ინდუსტრიაში.
ბევრი ქართული კომპანია იწყებს ამ ინდუსტრიაში მუშაობას. გამოფენებზე რომ დავდივარ და მოდიან, მიხარია. გეიმინგკომპანია ბევრია. ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ. მონდომებაა მთვარი.
როგორ ვისწავლე ინგლისური - (მასწავებელი არ მყოლია) ზღაპრების წიგნი მედო, გვერდზე ლექსიკონი. მერე ჯიპა დავამთავრე. ერთწლიანი პროგრამით ამერიკაში წავედით. MBA დავამთავრე.
ყველაზე დიდი სამოტივაციო რამ არის, როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდები.
ასეთი სიტუაცია მქონდა 42 წლის ასაკში, როცა ვიჯექი კიევში, ჩემთან ბინაში და პანიკაში ჩავვარდი. ვფიქრობდი - მთავრობაში ვიმუშავე (ქონების მართვის თავმჯდომარე ვიყავი, მინისტრის მოადგილე ვიყავი, საინვესტიციო სააგენტოს უფროსი ვიყავი), ის არ გამოვიდა, ეს არ გამოვიდა, რა გავაკეთო-მეთქი? მეუღლე და ორი შვილი ამერიკაში იყვნენ, მე დავდიოდი მათთან წინ და უკან. ვზივარ და პანიკა მაქვს, რა მეშველება-მეთქი?
მოკლედ, გეგმა ბ არ უნდა გქონდეს, რომ მერე წარმატებას მიაღწიო. ჩავედი ლონდონში და ლონდონაიზე აიპედით მივდიოდი კომპანიებში და როგორც სტუდენტი, ვაჩვენებდი ეს თამაში იცით? ეს თამაში, გაგიგიათ-მეთქი? კაციშვილმა არ იცოდა ეს თამაში.
მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე მსოფლიოს უნდოდა ქრაშის თამაში, რაც არ არსებობდა. რაც კაზინო ონლაინ თამაშებზე გადავიდა, თურმე მოთამაშეებს მაგრად უნდოდათ რაღაც ახალი, რაც სხვა გრძნობას და ადრენალინს მისცემდა. ეგ თემა რომ არ მდგარიყო, ერთ წელიწადში 77 მილიონი მომხმარებელი არ გვეყოლებოდა. იგივე სტივ ჯობსმა რომ აიფონი მოიგონა, ხომ არავის ეგონა, რომ მსოფლიოს სჭირდებოდა აიფონი. თურმე სჭირდებოდა...
დღეს დიდი რეპუტაცია გვაქვს. არავის ვატყუებთ.
07/13/2026