Logo

საზოგადოება

"ბევრი რამ, რაც დათუნას დაემართა, სწორედ ამ დაავადებით არის გამოწვეული" - ლიკა ევგენიძე მეგობარზე

"ბევრი რამ, რაც დათუნას დაემართა, სწორედ ამ დაავადებით არის გამოწვეული" - ლიკა ევგენიძე მეგობარზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

უკვე სამი დღეა დათუნა სულიკაშვილი პატიმრობაშია. ამ ამბავმა ყველა შეაძრწუნა. დიზაინერს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება.

ახლაგაზრდა დიზაინერის თავს დამტყდარ ამბავს მისი გარემოცვა და მეგობრები სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურებიან.

ლიკა ევგენიძე ფეისბუქზე წერს:

დათუნა სულიკაშვილი ჩემი დიდი ხნის მეგობარია და ძალიან მიყვარს. ძალიან კეთილი, ნიჭიერი და დიდი გულის მქონდე ადამიანია და ამავე დროს დამოკიდებული. ეს უკანასკნელი არ გამორიცხავს პირველ სამს.

ადამიანებს, ხშირად გვიჭირს ქცევის, როგორც სიმპტომის აღქმა. ბევრად ადვილია გავიგოთ, რომ კოჭლობა ფეხის ტკივილის სიმპტომია, ვიდრე ის, რომ ქცევაც შეიძლება იყოს დამოკიდებულების სიმპტომი, რომელიც დაავადების დამარცხებასთან ერთად ქრება.

ბევრი რამ, რაც დათუნას ამ წლების განმავლობაში დაემართა, სწორედ ამ დაავადებით, დამოკიდებულებით არის გამოწვეული. ყველაზე მეტი მან დაუშავა საკუთარ თავს.

იმის მაგივრად, რომ დავარდნილ ადამიანს ფეხი ვურტყათ - რისი სამწუხარო მაგალითებიც ჩვენს ქვეყანაში არ გვაკლია - უნდა გავიაზროთ, რომ დამოკიდებულება არის დაავადება, რომელსაც სჭირდება მკურნალობა და გვერდში დგომა.

არავითარი რეალიზატორი დათუნა არ ყოფილა, დათუნა არის დამოკიდებული ადამიანი, რომელსაც სჭირდება დახმარება.

ავტორი: ზმნა

12/15/2025