ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
„გაძარცული ადამიანი" და "შავი სამყაროსკენ გაღებული კარი" - ასე ახასიათებს ფსიქოლოგი და მეტაფიზიკოსი ხათუნა მზექალაშვილი მეტისმეტად ბევრი სექსუალური პარტნიორის ყოლის შედეგებს.
მისი თქმით, ის, რაც ერთი შეხედვით "გართობა" გვგონია, შესაძლოა მძიმე ფსიქოლოგიურ დაღად იქცეს, რომელიც ადამიანის სახეზეც კი იკითხება.
რამდენად მნიშვნელოვანია ზომიერება ენერგიების გაცვლისას და რა მოსდის "სულის ნაპერწკალს", როცა ეს ზომიერება ირღვევა? - ამ საკითხებზე ხათუნა მზექალაშვილმა სალომე კასრაძის პოდკასტში ისაუბრა.
„ბევრი სექსუალური პარტნიორი არის დამღუპველი ადამიანისთვის.
აი, ნებისმიერ ადამიანს დააკვირდით, რომელსაც ეგონა, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდა და ძალიან მაგარი ტიპი იყო, უაზროდ ბევრი სექსუალური ურთიერთობის შემდეგ, უბრალოდ შეხედეთ მას, როგორი ავადმყოფი ფსიქოლოგიური გამოხატულება აქვს სახეზე. თუ გინდა ქალი იყოს, თუ გინდა კაცი. ის არის ვიღაცის გადაუმუშავებელი, ქვეცნობიერში არსებული ჩრდილების სანაგვე ყუთი.
ჩვენს სისხლში არის "სულის ნაპერწკალი", რომელსაც სულ ინსპირაცია და აღფრთოვანება უნდა რომ გაღვივდეს და მერე ენერგიები ზევით მიდის.
სექსუალური ურთიერთობის დროს ეს ნაპერწკალი დაბლა ჩამოიწევს, ცხოველური უჯრედები გარდაიქმნება იმისთვის, რომ მოხდეს ორი ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირება და განაყოფიერება.
ამიტომ ვამბობ, ამ ყველაფერს ზომიერება სჭირდება. გადამეტებული ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდებს... იმიტომ რომ ვნებააშლილ ადამიანს, კარები შავი სამყაროსკენ აქვს გაღებული... შენ რასაც მიაჩვევ, რომ შენ იმისი საკვები გახდე, ასე გაგრძელდება - იქნები საკვები... და მერე ვერაფერს შეცვლი ... განძარცვულია ასეთი ადამიანი,“ - თქვა ფსიქოლოგმა.
04/22/2026