Logo

საზოგადოება

"ბიჭები რომ გამოვლენ, მაგრად უნდა ვიქეიფოთ, ვიმღეროთ ხალხური სიმღერები, ჯაზიც..." - რატომ გეგმავს გიული ჩოხელი ციხეში მისვლას

"ბიჭები რომ გამოვლენ, მაგრად უნდა ვიქეიფოთ, ვიმღეროთ ხალხური სიმღერები, ჯაზიც..." - რატომ გეგმავს გიული ჩოხელი ციხეში მისვლას

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

91 წლის გიული ჩოხელმა ბოლო წლებში შვიდი წიგნი გამოსცა. მათ შორის საოჯახო თუ ავტობიოგრაფიული ნაშრომებია, ბოლო წიგნი კი - მუსიკოს ერეკლე ჯაბადარზეა. როგორც ამბობს, ამისთვის აგარაკის სახლს შეელია.

გიული ჩოხელი: დავუკავშირდი გამომცემლობას და დავიწყეთ წიგნებზე მუშაობა. ნელ-ნელა ფულის ძებნა დავიწყე. არ მქონდა ფული. გავყიდე შეკვეთილში შვილშვილის ნაყიდი სახლი და გაჩნდა ფული. და რაღაც რაღაცები დავბეჭდე.

მინდა ჩემი წიგნები სინდისის პატიმრებს გავუგზავნო. ისინი ჩემ გულში არიან. ეს ბიჭები უსამართლო ცემა-ტყეპით რომ შეყარეს ციხეში. ნერვები დღესაც მეშლება. არსად აღარ დავდივარ...

მზია ამაღლობელს ვუგზავნი ჩემს შვიდ წიგნს. ანდრო ჭიჭინაძეს ციხეში მივუტან წიგნების ერთ კომპლექტს. თუ შემიშვებენ, მეც მინდა შევიდე. მიყვარს, რადგამ დედაჩემიც მუსკომედიის მსახიობი იყო 60 წლის მანძილზე. წიგნები ერთ შვიდეულს დამატებით წავიღებ და ანდრო ვისაც მისცემს, იმას ჰქონდეს ჩემგან.

ბიჭები რომ გამოვლენ, მაგრად უნდა ვიქეიფოთ, ვიმღეროთ ხალხური სიმღერები, ჯაზიც ვიმღეროთ. და ჩავეხუტოთ ერთმანეთს...

გიული ჩოხელი

***

ვდგავარ და ხანდახან სარკეში ვკვდები სიცილით. ჩემ თავს ვეუბნები, შეხედე, მასხარა ხარ, რა.

ახალგაზრდდები გიჟდებიან ჩემზე და რატომ გიჟდებიან, ვერ ვიგებ. ქუჩაში რომ მხდებიან, სიყვარულს გამოხატავენ... ვერ ვიგებ.

მე ვიმღერე ისე, როგორც მე ვიცი.

ახალგაზრდებს რომ შევხვდი, სცენა რომ განათლდა, კივილით ადგნენ - გიულიიი...

რომ მკითხოთ, დღემდე ვერ გეტყვით, ვინ ვარ.

ფულზე არ გავყიდულვარ. გამორიცხულია...

არაფრისაც არ მეშინია. შიმშილიც გამოვცადე, ღალატიც არაერთხელ გამოვცადე. ჩემს გულს რომ გაძლევ, რატომ მღალატობ? ახლო მეგობარი ყოველთვის მღალატობდა.

მე ვარ მთიული. მაქვს ხანჯალი. ეს ხანჯალი თუ დავძარი, უნდა მოვჭრა გზა. მორჩა.

ძალიან მომთმენი ვარ. ქრისტემ რა გვითხრა, თმენა... ეს არის მთავარი.

ავტორი: ზმნა

05/19/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024