Logo

კულტურა

"ბოლო მომენტში მთელი დარბაზი ვტიროდით" - "გიგაშას", ნიკოლოზ რაჭველის და ნინი ნუცუბიძის ევროპული ტრიუმფი

"ბოლო მომენტში მთელი დარბაზი ვტიროდით" - "გიგაშას", ნიკოლოზ რაჭველის და ნინი ნუცუბიძის ევროპული ტრიუმფი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

უკვე რამდენიმე დღეა ქართველი მუსიკოსები ევროპის მუსიკალურ სცენებს იპყრობენ. ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე შვეიცარია-გერმანიის ტურნეში არიან და მაყურებლის სრულ აღფრთოვანებას იწვევენ.

ქართველი მუსიკოსები გერმანელი მაყურებლის წინაშე, ჰამბურგის ელბფილარმონიაში, 20 იანვარს წარსდგნენ. შემდეგ, 30 იანვარს, იყო ქალაქი ლუგანოს, შვეიცარიის კონცერტი. მუსიკოსების კოლაბორაცია ძალიან საინტერესო გამოდგა. ნიკოლოზ რაჭველი OSI - Orchestra della Svizzera Italiana-ს სადირიჟორო პულტთან იდგა. "გიგაშამ" და ნინიმ ინოლა გურგულიას შემოქმედებიდანაც შეასრულეს მუსიკალური ნომრები. მუსიკოსებმა ლილიკო ნემსაძის "თბილისის მზე"ისეთი სიყვარულით იმღერეს, რომ ლუგანოს მაყურებელი აღტაცებაში მოიყვანეს.

ინოლა გურგულია "შენთან" - video

ოვაციებით აგუგუნებული დარბაზების ვიდეოებს, გიორგი ხშირად აქვეყნებს ფეისბუქზე.

"ჩემი და ნინი ნუცუბიძის კონცერტის დასასრული" - video

გიორგი გიგაშვილი

"ასეთი კონცერტი ძალიან იშვიათად მაქვს ხოლმე" - წერს უკვე სტოქჰოლმიდან გიორგი... და ტრადიციულად, აპლოდისმენტებით აგრიალებული დარბაზის სელფ-ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეო

კომენტარები:

"მადლობა ქართული სიმღერისთვის, პატივისცემა ქართული პუბლიკის მიმართ დასაფასებელია. განსაკუთრებული შესრულების მანერა და ფორტეპიანოსთან ინტერაქცია ძალიან შთამბეჭდავი იყო! You rocked the conert hall today in Stockholm."

"შვედებიც გადარიე, ხომ?!"

"გიგაშა, ჩვენი ოქროს ბიჭი".

"არც ჩვენ ვართ განებივრებული ასეთი კონცერტებით, ბოლო მომენტში მთელი დარბაზი ვტიროდით. დიიდი მადლობააა შენ".

"გიორგი! დღეს როგორ გაგვახარე და გაგვაბედნიერე! დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი საღამოსთვის!"

ავტორი: ზმნა

02/09/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024