Logo

საზოგადოება

"ბოლოს მითხრა: როცა შენი ოცნების სცენაზე დადგები, მე იქ არ ვიქნებიო" - ნათია თოდუას ემოციური მოგონება მამაზე

"ბოლოს მითხრა: როცა შენი ოცნების სცენაზე დადგები, მე იქ არ ვიქნებიო" - ნათია თოდუას ემოციური მოგონება მამაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მომღერალი ნათია თოდუა ორი წლის წინ გარდაცვლილ მამას, ფეისბუქზე, ემოციურ პოსტს უძღვნის. ის მამის ნათქვამს იხსენებს, რომელმაც ერთხელ ქალიშვილს ასეთი რამ უთხრა: "სადმე ბოლოში, სადაც არც ერთი ცარიელი ადგილი არ იქნება, მინდა ერთი ადგილი შემინახო..."

ნათია თოდუა

"მამაჩემი ყველაზე მეტად წინააღმდეგი იყო ჩემი შოუბიზნესში შესვლის…
ადამიანი, რომელიც თავად ოცნებობდა სცენაზე.
წლები დამჭირდა, რომ გამეგო რატომ.
ის ჩემს წინააღმდეგ კი არ იყო, ის უბრალოდ მიცავდა, იმედგაცრუებისგან, თვალთმაქცობისგან, ტკივილისგან, რომელიც ამ გზას თან სდევს.
მან ნახა ჩემი ყველა მცდელობა.
ბოლოს მითხრა: როცა შენ შენი ოცნების სცენაზე დადგები, მე იქ არ ვიქნებიო…

ნათია თოდუა

სადმე ბოლოში, სადაც არც ერთი ცარიელი ადგილი არ იქნება, იქ მინდა რომ ერთი ადგილი შემინახოო და შენი ხმა იქიდან მოვისმინოო.
და ახლა საკუთარ თავს ვეკითხები - რა შეიძლება ამაზე ძლიერი იყოს?
რამ შეიძლება შემაჩეროს?
შენს სახელს და იმ სიყვარულს, რაც შენ მუსიკით ჩემში დატოვე, ყველაზე მაღალ წერტილამდე მივიყვან, მამა.
ეს ჩვენი პირობაა.
2 წელია გეძებ და ვერ გპოულობ" - წერს ნათია სოციალურ ქსელში.

ნათია თოდუა

ავტორი: ზმნა

05/05/2026