Logo

სასარგებლო რჩევები

ბოსტნეული, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს

ბოსტნეული, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ კომბოსტოს ერთ-ერთი სახეობა, სატაცურა კომბოსტო, დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს, სისხლში შაქრის დონის მართვაში ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ სატაცურა კომბოსტოს ჩვენთან საზოგადოება ბროკოლის სახელით იცნობს, ის უკანასკნელ ხანს ჩვენთან ძალიან პოპულარული გახდა და ეს სწორედ მისის სასარგებლო თვისებების დამსახურებაა.

ბროკოლი

ბროკოლს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ებრძვის ანთებას, ხელს უწყობს ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ანელებს დაბერების პროცესს, საუკეთესოა სხვადასხვა დაავადების, მათ შორის – კიბოს, პრევენციისთვის...

თუმცა ამჯერად ყურადღებას ბროკოლის იმ თვისებებზე გავამახვილებთ, რომლებიც მას დიაბეტთან ბრძოლაში ეფექტურს ხდის. კვლევებმა აჩვენა, რომ ბროკოლის შემადგენლობაში შემავალ ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ შეამცირონ ინსულინის წინააღმდეგობა, განსაკუთრებით ტიპი II დიაბეტის მქონე ადამიანებში.

ბროკოლი

ბროკოლი ასევე მდიდარია ბოჭკოებით, რაც ანელებს შაქრის შეწოვას და ხელს უწყობს სისხლში შაქრის სტაბილური დონის შენარჩუნებას.

ბროკოლს სპეციფიკურ მომწარო გემოს, გოგირდის შემცველი ნაერთი, სულფორაფანი აძლევს. სწორედ ის ეხმარება სისხლში შაქრის და ინსულინის წინააღმდეგობის კონტროლს და ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს.

ბროკოლი

შეგახსენებთ, რომ ბროკოლი სისხლში შაქრის დონის შემცირებას ხელს უწყობს მაშინ, როცა მას დიდი ხნის განმავლობაში, რეგულარულად მიირთმევთ.

ავტორი: ზმნა

11/22/2025