კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სულ მალე ქართველი მაყურებელი კინო-თეატრებში ახალ ქართულ ფილმს ნახავს, რომელიც რეჟისორმა გიორგი კაჭარავამ ბერი გაბრიელის ცხოვრების შესახებ გადაიღო.
"ბრძოლა - ბერი გაბრიელი" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის სცენარზეც რეჟისორი 12 წელი მუშაობდა. გადაღებას თან ახლდა ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი. ერთ-ერთ გადასაღებ მოედანზე, მოხდა ასეთი ინციდენტი - ავტოავარიას ბედად გადაურჩა გივი სიხარულიძე... მის გარდა, ფილმში არაერთი ცნობილი ქართველი მსახიობი მონაწილეობს. მთავარ როლს კი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი - ზურა ავსაჯანიშვილი ასრულებს.
როგორც მსახიობმა ambebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, როლზე მუშაობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო.
" თანამედროვე ქართველი წმინდანი უნდა ითამაშო - დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ... იქვე იაზრებ, ბერი გაბრიელი ქართველებისთვის რამხელა მამაა, როგორ გითხრათ, საოცარი ემოციები მქონდა... ამ ყველაფერს დიდი დაბნეულობაც ახლდა. მიდიხარ ამ ნაბიჯზე და თან გიხარია, თან ცოტათი გეშინია," - ამბობს ზურა ავსაჯანიშვილი.
01/24/2026