Logo

„ბუმერანგის ეფექტი“ — რასაც აკეთებ, შენთანვე ბრუნდება

„ბუმერანგის ეფექტი“ — რასაც აკეთებ, შენთანვე ბრუნდება

11/20/2025

ტექსტის ზომა

ბუმერანგი ავსტრალიელი აბორიგენების ტრადიციული იარაღია. მისი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ თუ მიზანში არ მოხვდა, უკან, მფლობელთან ბრუნდება.

ავსტრალიელი აბორიგენების მიერ ნაპოვნი მექანიკა, დღეს თითქმის ყველა სფეროში გამოიყენება.

ფრაზა „ბუმერანგის ეფექტი“, სწორედ აქედან გაჩნდა. „ბუმერანგის ეფექტი“ ნიშნავს მოქმედებას, რომლის შედეგიც უკანვე ბრუნდება.

გამოთქმა აქტუალურია ყოველდღიურ ცხოვრებაში, პოლიტიკასა და ფსიქოლოგიაში.

ბუმერანგი

ბუმერანგის ეფექტზე საუბრობენ, როცა ზედმეტი კონტროლი აჯანყებას იწვევს, როცა ნეგატიური კამპანია არასასურველი შედეგით სრულდება, როცა უსამართლობის ჩამდენი ადამიანი ისჯება...

მოკლედ, მთავარი წესი მარტივია: რა ენერგიასაც უშვებ სამყაროში -ადრე თუ გვიან, იმავე ფორმით უკან გიბრუნდება.

ბუმერანგი ყოველთვის ბრუნდება იმ მომენტში, როცა მას საერთოდ არ ელოდები. მეტიც, ნებისმიერი მხრიდან ურტყამს და ძალიან მტკივნეულია... სწორედ ასე მუშაობს სამყაროში ბუმერანგის ეფექტიც, თითოეული ჩვენი ქმედება გარკვეული დროის შემდეგ უკან გვიბრუნდება.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბუმერანგიბუმერანგის ეფექტიგამოთქმასამყარო
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026