Logo

სასარგებლო რჩევები

ბუნებრიობა - 2026-ის მთავარი ტრენდი - როგორ მივაღწიოთ ბუნებრივ ეფექტს მაკიაჟის საშუალებით?

ბუნებრიობა  - 2026-ის მთავარი ტრენდი - როგორ მივაღწიოთ ბუნებრივ ეფექტს მაკიაჟის საშუალებით?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხშირად გვგონია, რომ სრულყოფილი მაკიაჟისთვის ბევრი პროდუქტი და რთული ტექნიკის ცოდნაა საჭირო, თუმცა თანამედროვე ტენდენციები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ 2026 წლის ვიზაჟის სამყაროში, მთავარი აქცენტი კვლავ ბუნებრივად ჯანსაღ, მოვლილ და „ცოცხალ“ კანზე კეთდება.

როგორ გამოვიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები ისე, რომ არ დავკარგოთ ბუნებრიობა და როგორია მაკიაჟის თანამედროვე ტექნოლოგიები? ამ საკითხებზე, ვიზაჟისტმა ქეთი მჭედლიძემ, პოდკასტში "ყველაფერი ესთეტიკაზე" ისაუბრა.

ქეთი მჭედლიძე:
„ჩემთვის მთავარია კანი. კანი და ყოველთვის კანი!
როდესაც სარკეში ვიხედებით, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, 25 წლამდე, კანი ბევრად უფრო სავსეა, ტონუსშია, ნაკლებია შავი ჩრდილები... ამიტომ, ამ დროს ბევრი პროდუქტის გამოყენება არ გვჭირდება.

საკმარისია შევხედოთ სახეს და თუ გვაქვს პატარა ნაკლოვანებები, გამოვიყენოთ კორექტორი მათ დასაფარად. დღეს არსებობს არაჩვეულებრივი, უმსუბუქესი პუდრები, რომელთაც საკმარისი პიგმენტი აქვთ და ამავდროულად, უნარჩუნებენ კანს ტენიანობას. ტექნოლოგია ამ მიმართულებით, მნიშვნელოვნად დაიხვეწა. ადრე ვიცოდით, რომ პუდრი არის კომპონენტი, რომელიც აშრობს კანს, თუმცა თანამედროვე პროდუქტები ასე აღარ იქცევა. ამიტომ, მსუბუქი კორექტორით უკვე შესწორებულ ნაკლოვანებებზე, შეგვიძლია გადავისვათ ასეთი პუდრი.
შემდეგი ნაბიჯია ტუჩის კუთხეებში ოდნავი ფერის დამატება, გამჭვირვალე გლოსი და ცოტაოდენი „ბლაში“ (რომელსაც ბევრი "რუმიანას" სახელით იცნობს) ლოყებზე. სხვათა შორის, „ბლაში“ დღეს ძალიან აქტუალური და ტრენდულია.


სწორედ ეს მარტივი ნაბიჯები ქმნის იმ ჰაეროვან და ჯანსაღ იერს, რომელიც ყოველთვის მოდურია.“

ავტორი: ზმნა

04/14/2026

ბუნებრივივიზაჟისტიმაკიაჟირჩევები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024