სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის მაღალი დონე ბევრი ადამიანის გამოწვევად იქცა.
კვების კონსულტანტი მამუკა რაშოიანი მიიჩნევს, რომ ბუნება საუკეთესო მკურნალია და გვიზიარებს მარტივ, ხალხურ მეთოდებს, რომლებიც ორგანიზმს ბალანსის აღდგენაში ეხმარება.
"დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ქოლესტერინის პრობლემა, აწუხებს შაქრის პრობლემა, მე დღეს გასწავლით, როგორ უნდა შეიმცირო სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონე, ხალხური მეთოდებით.
ჩვენს ბუნებაში თითქმის ყველაფერი მოიძებნება, რაც სხეულის ბალანსს ესაჭიროება. შაქრისა და ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად უნდა სცადოთ ეს პატარა, მარტივი ხალხური ხერხები:
ნიორი და ხახვი

ამ ბოსტნეულის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს ქოლესტერინის დაწევას და სისხლის გამწმენდ მოქმედებას.
ლიმონი და თაფლი

ალბათ ბევრისგან გსმენიათ, რომ ლიმონი და თაფლი სასარგებლო. კი, ეს ასეა, დილაობით თბილ წყალში გახსნილი ლიმონის წვენი და ერთი ჩაის კოვზი თაფლი ასუფთავებს სისხლს და აძლიერებს ღვიძლს.
რა თქმა უნდა, ყურადღებით იყავით, ვისაც გაქვთ დიაბეტი - თაფლთან მიმართებაში გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.
შვრია

რაც შეეხება შვრიას. რა თქმა უნდა, ბევრი უარყოფითად უყურებს ამ პროდუქტს, მაგრამ ფაქტია, რომ ის ამცირებს ცუდ ქოლესტერინს და აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიკურობას.
ჭარხალი და სტაფილო

ჭარხალსა და სტაფილოში არსებული ბუნებრივი შაქარი და ბოჭკოები რეგულარულად ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს. ზომიერად უნდა გამოიყენოთ და ვისაც გაქვთ დიაბეტი, აღვნიშნავ - გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, რომ ჭარხლისა და შაქრის დოზირება შეგირჩიოთ.
ვაშლი და ნიგოზი

რაც შეეხება ვაშლსა და ნიგოზს, ეს პროდუქტები ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ისინი გაგიჯანსაღებენ გულს და გაწმენდენ სისხლძარღვებს.
მწვანე ჩაი რაც შეეხება მწვანე ჩაის. ყოველდღიურად ერთი ფინჯანი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას და ცოტა არ იყოს და ცხიმის დაშლაშიც შეგიწყობთ ხელს.
მიენდეთ, მეგობრებო, ბუნებას. ის ყველაზე ბრძენი მკურნალია. იარეთ ქუჩაში, ისეირნეთ, წყალი დალიეთ და ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ყველაფერი დარეგულირდება - რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვების პარალელურად. გისურვებთ ჯანმრთელობას!" - ამბობს მამუკა რაშოიანი.
04/13/2026