Logo

ბუნებრივია თუ არა ორსულობისას ჰემოგლობინის ვარდნა? - თათია ტუღუში განმარტავს

ბუნებრივია თუ არა ორსულობისას ჰემოგლობინის ვარდნა? - თათია ტუღუში განმარტავს

05/21/2026

ტექსტის ზომა

ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის განსაკუთრებული პერიოდია. ამ დროს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებები არაერთ ახალ გამოწვევას აჩენს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობა, რომელსაც მომავალი დედები აწყდებიან, ანემიაა.

რა იწვევს ანემიას, რატომ ითვლება ჰემოგლობინის გარკვეული კლება ბუნებრივ პროცესად? რა შემთხვევაშია საჭირო მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება?
ამ მნიშვნელოვან თემებზე რჩევებს რეპროდუქტოლოგი თათია ტუღუში გვიზიარებს.

თათია ტუღუში

"ანემია, ეს არის წითელი უჯრედების ნაკლებობა სისხლში, ანუ ჰემოგლობინის ვარდნა, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ორსულობის დროს ფიზიოლოგიურადაც ითვლება, რადგანაც სისხლის მოცულობა ორსულებში იზრდება.

ამ დროს წითელი უჯრედების, ანუ ერითროციტების წარმოქმნა შენელებულია, ვერ ასწრებს იმ სწრაფი მასის რაოდენობასთან ზრდას და ჰემოგლობინის მაჩვენებელი ცოტათი იკლებს. თუმცა, გარკვეულ ნიშნულამდე, (ორსულებში 11-მდე) მაჩვენებლის დაცემა ითვლება ფიზიოლოგიად, უბრალოდ საჭიროებს დანამატის სახით რკინას, B 12-ს და ფოლიუმის მჟავას.

ორსული

ეს მდგომარეობა უფრო ხშირად გვხვდება ორსულებში, რომლებიც არიან ანემიურები ან არ მიირთმევენ ხორცს. ჩვენი წითელი რკინა და B 12 უმეტესად წითელი ხორციდან მიიღება და თუ ორსული არის ვეგეტარიანელი, ის პირველივე დღიდან საჭიროებს რკინის დანამატებს.
თუ ორსული ვეგეტარიანელია და ორსულობის მანძილზე ხორცს არ მიირთმევს, ჩვენ ჰემოგლობინის ვარდნას სისხლში არ დაველოდებით, მცირე დოზით მაინც უნდა მივაწოდოთ რკინის დანამატი.

ამავე დროს, აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ B 12-ის და ფოლიუმის მჟავის დონეც, რადგანაც B 12 და ფოლიუმის მჟავა პირდაპირ კავშირშია ერითროციტების წარმოქმნასთან, სისხლმბად ფუნქციასთან, ამიტომ რკინის შემოწმებასთან ერთად, აუცილებელია, ეს ვიტამინებიც ვაკონტროლოთ,“- გვირჩევს რეპროდუქტოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დანამატიდეფიციტიორსულირკინა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026