Logo

"ჩააცვით ბავშვს ამინდის შესაბამისად და არა „ათი მაისური“ - ბიძინა კულუმბეგოვი

"ჩააცვით ბავშვს ამინდის შესაბამისად და არა „ათი მაისური“ - ბიძინა კულუმბეგოვი

03/09/2026

ტექსტის ზომა


ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, მშობლებს შეახსენებს, რომ ბავშვის ჰაერზე გაყვანა, ნებისმიერ ამინდში უნდა მოხდეს.

„ბუნებასთან სიახლოვე ნებისმიერ ამინდში აუცილებელია, - ამბობს ექიმი - ბავშვი ჰაერზე უნდა გაიყვანოთ ამინდის მიუხედავად. ის უნდა იყოს გარეთ წვიმაში, ტალახში...

ბავშვი

რაც უფრო ახლოს ვიქნებით ბუნებასთან, დავუბრუნდებით ბუნების ნაწილს და მეტ დროს გავატარებთ გარეთ, მით უკეთესია ბავშვის ჯანმრთელობისათვის.“

ექიმი იმ მშობლებს ამშვიდებს, რომლებსაც ბავშვის გაციების ეშინიათ და შეახსენებს, რომ ჩვენს პატარასაც, ისევე როგორც ჩვენ, ამინდის შესაბამისად უნდა ეცვას.

ბავშვი

„ზოგს ეშინია ბავშვის გაციების. მე ასე ვეუბნები ხოლმე როგორც ექიმი - ბავშვი ამინდის მიხედვით უნდა იყოს ჩაცმული.

ზოგჯერ მოჰყავთ ბავშვი და 10 მაისური აცვია. ვეკითხები დედას:

- თქვენ რამდენი გაცვიათ?

პასუხია :

-მე ერთი...

- და ამასაც სცხელა. ბავშვსაც ერთი უნდა ჩავაცვა, მაქსიმუმ ორი და ზემოდან მოსაცმელი,“-ამბობს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026