სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სისუსტე, დაღლილობა, უმადობა, ფერმკრთალი კანი, სიცივეზე მგრძნობელობა, პულსის აჩქარება, ხშირი თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები - ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოწვევაც სისხლში ჰემოგლობინის საერთო რაოდენობისა და ერითროციტების შემცირებას ანუ ანემიას შეუძლია გამოიწვიოს.
როგორ დავუპირისპირდეთ ანემიას და რა საშუალებითაა შესაძლებელი ჩვენი სისხლის გაჯანსაღება?
ამის შესახებ ენდოკრინოლოგი ნატა გაგუას რჩევას გაგაცნობთ.
„გრძნობთ მუდმივ დაღლილობას მაშინაც კი, როცა გამოიძინეთ? ხშირად ანემია „ჩუმად“ იწყება:
თუ ეს სიმპტომები თქვენთვის ნაცნობია, დიდი ალბათობით მარტო არ ხართ. რკინის დეფიციტი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა.
ბევრი ამ სიმპტომებს სტრესს მიაწერს, თუმცა მიზეზი ხშირად რკინის დეფიციტია.
საკვები მხოლოდ კალორიები არ არის, ის ბიოქიმიური ინფორმაციაა ჩვენი სხეულისთვის. მცენარეული რკინის ასათვისებლად საჭიროა ინგრედიენტების სწორი კომბინაცია. გაიცანით ხავერდოვანი ჭარხლის ჰუმუსი - თქვენი ენერგიის წყარო!
ჭარხლის ჰუმუსი (3 ულუფა)

ინგრედიენტები:
მოსართავად: ტკბილი წითელი წიწაკა (C ვიტამინის საბადო! ) 80 გ, ბროწეული 40 გ და ქინძი 15 გ.

მომზადების წესი:
1.ჭარხალი დაჭერით კუბებად, მოასხით ცოტა ზეთი და გამოაცხვეთ 180°C-ზე 20–25 წუთის განმავლობაში.
2.ბლენდერში მოათავსეთ ჭარხალი, ოსპი, ტაჰინი, ზეთი, ლიმონის წვენი, ნიორი და სანელებლები.
3.დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ოსპის ბულიონი ხავერდოვანი ტექსტურისთვის.

4.ბოლოს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ტკბილი წიწაკა.
რკინის მაქსიმალური ათვისებისთვის, ამ კერძის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში არ დალიოთ ჩაი ან ყავა, რადგან მათში არსებული ტანინები ამცირებს რკინის აბსორბციას," - გვირჩევს ენდოკრინოლოგი.
03/14/2026