Logo

ტაბლოიდი

"ჩემ თავზე დიდი მტერი, ვხვდები, რომ არავინ მყავს" - მეგი გოგიტიძე

"ჩემ თავზე დიდი მტერი, ვხვდები, რომ არავინ მყავს" - მეგი გოგიტიძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მეგი გოგიტიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის საკუთარ დასკვნას გვიზიარებს; საუბრობს საკუთარ თავზე, როგორც ყველაზე დიდ მტერზე. მომღერლის ვიდეოს დიდი გამოხმაურება და გაზიარება მოჰყვა.

მეგი გოგიტიძე: ჩემს ცხოვრებაში დადგა მომენტი, მეკითხა ჩემი თავისთვის - ვინ არის შენი მტერი? და დაისვა კითხვა, რომელს უფრო შეუძლია შენი დაზიანება - მას, ვინც გარედან გებრძვის, თუ მას, რომელიც შიგნიდან გებრძვის? ჩემთვის აბსოლუტურად ერთი პასუხი არსებობს ამაზე, რომელიც მე ჩემ თავში სიღრმისეული ფიქრის შემდგომ და ასე ვთქვათ, ბერებთან, მამაოებთან საუბრის შემდეგ დავასკვენი, რომ ეს ასეა - ჩემ თავზე დიდი მტერი, მე ვხვდები, რომ არავინ არ მყავს. შეიძლება წამართვან ფიზიკური სიცოცხლე, მაგრამ სულს მე შევინარჩუნებ თუ დავკარგავ, მხოლოდ ჩემ თავზეა დამოკიდებული.

ეგოიზმია, რომ შენ, საკუთარ თავში, ვერ ხედავ მტერს, რომელთანაც ფხიზლად უნდა იყო, რომელსაც ყოველ წუთას შეუძლია მარადისობას მოგწყვიტოს, ღმერთს დაგაშოროს, ამაზე დიდი მტერი ვინ უნდა იყოს?

ღმერთს ვერავინ ვერ დაგაშორებს; დაგმარხავენ, მოკლავენ, ყველაფერს გაგიკეთებენ, მაგრამ ღმერთს ვერ დაგაშორებენ, თუკი შენ, სულში, თვითონ არ დათმე ის. სულში ვის შეუძლია დაგათმობინოს ღმერთი? შენ თავს. ანუ მე ჩემ თავზე მეტი და დიდი მტერი არავინ მყავს. როგორც კი ადამიანი ღმერთს შორდება, ის მტერი ეგრევე იწყებს მოქმედებას.

არ არსებობს რეალური მოქმედება, რომელიც არ დაიწყო შენს სულიერებაში. შენს ფიქრში რაც დაიწყო, შემდეგ ის განხორციელდა ნელ-ნელა, დრო და დრო, წვეთ-წვეთად. სულიერად როგორც წარმათავ პროცესს, ისეთ შედეგს მიიღებ გარეთ. ამის გაცნობიერაბ აუციელბელია.

ჩვენ, ადამიანები, არ ვართ ერთმანეთის მტრები. ამ კუთხით უნდა ვუყუროთ საკითხს. მერე ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანი ხდება. მერე სიყვარულიც აზრიანი ხდება. ამიტომ რაც მეტად ჩავუღრმავდებით საკუთარ თავს, მით უფრო უკეთ გავიცნობთ ჩვენს წინ არსებულ ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება უყურებ და ვერ გაგიცვნია.

ავტორი: ზმნა

03/02/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024