ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ციცინო შურღაიამ ინტერნეტ გამოცემა "ზმნას" სკანდალური ინტერვიუ მისცა, თუ რა მიზეზით მოუვიდა უთანხმოება ია ფარულავასთან. (ინტერვიუს წაკითხვა შეგიძლიათ ამ ბმულზე გადასვლით)
ია ფარულავა კი, ყოფილ მეგობარს, თავის ფეისბუქგვერდზე ამ პოსტით გამოეხმაურა.

ორ ცნობილ ქალბატონს შორის განხეთქილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სკანდალით დასრულებულ მეგობრობას კი წინ ასეთი განვითარება უძღოდა.



"ჩემი და ციცოს დამეგობრების შესახებ მითი შევქმენი, რომ ჩვენ დაგვაახლოვა ღომმა, ფელამუშმა და მეგრულმა ძირებმა. როდესაც ციცინომ პირველად დამპატიჟა მის მიერ მომზადებული ფელამუშის გასასინჯად და როდესაც მე ის დავაგემოვნე, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ის ჩემი სულიერი და იყო" - ამბობდა ია 2024 წლის 21 დეკემბრის ჟურნალ "OK"-თვის მიცემულ ინტერვიუში.

მსახიობს არც საჯარო მილოცვებისგან შეუკავებია თავი.
"ჩემს უსაყვარლეს მეგობარს ციცინო შურღაიას ვულოცავ დაბადების დღეს! ციცინო, გულწრფელად გისურვებ, რომ ყველა შენი სანუკვარი ოცნება ახდეს. იყავი ჯანმრთელი და ძლიერი. ჩვემი სიამაყე და ფოლადის ნერვებიანო და ოქროს ხელება ციცინო. გააგრძელე ჩვენი აღფრთოვანება შენი საოცარი ხელობით, შენი კეთილი გულით და უშრეტი ენერგიით" - 2023 წლის 28 აპრილი.

11/15/2025