Logo

"ჩემი ერთი სიტყვაც კი, ყოველთვის ხმაურის საგანი ხდება" - ნინი ქარსელაძე

"ჩემი ერთი სიტყვაც კი, ყოველთვის ხმაურის საგანი ხდება" - ნინი ქარსელაძე

04/19/2026

ტექსტის ზომა

მომღერალი ნინი ქარსელაძე პოდკასტი "მძიმე წერტილის" სტუმარი იყო. როგორც მომღერალმა აღნიშნა, ის დიდი ხანია ინტერვიუების მიცემას და გადაცემებში სტუმრობას თავს არიდებს.
"10 ადამიანიდან 9 წინააღმდეგი იყო, შენს პოდკასტში სტუმრად მოვსულიყავი... ჩემს ირგვლივ მყოფებს სიმშვიდეში უნდათ ცხოვრება... ყველა არის დაძაბული, რადგან ჩემი ერთი სიტყვაც კი, ყოველთვის ხმაურის საგანი ხდება.


ჩემთვის მისაღებია განსხვავებული აზრი, მაგრამ არა ბულინგი, შეურაცხყოფა და საშინელი სურვილები. მე მყავს უამრავი ადამიანი განსხვავებული აზრით... მე ამ წესებზე ვარ გაზრდილი, რომ არ შეიძლება არაფრის გამო მეორე ადამიანს აწყენინო. არაფრის გამო და პოლიტიკის გამო განსაკუთრებით,"- თქვა ნინი ქარსელაძემ და ის გადაცემა გაიხსენა, სადაც მონაწილეობის მიღებას დღემდე ნანობს.


მომღერალი ამბობს, რომ "მძიმე კაცთან" სტუმრობა მისი ცხოვრების შეცდომა იყო, რადგან გადაცემა მისი პიროვნებისთვის შესაფერისი ფორმატის არ იყო და ამ გადაცემიდან ამოღებული კითხვა სამშობლოსა და შოკოლადის სიყვარულზე, რომელზე პასუხიც სოციალურ ქსელებში დღემდე აქტიურად ვრცელდება, არასწორად იყო დასმული.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ინტერვიუმომღერალინინი ქარსელაძეშეცდომა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026