ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დიზაინერი ზალიკო ბერგერი, გარშემო მყოფი საზოგადოებისაგან ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა. სწორედ ამ გამორჩეულობას უკავშირებს დიზაინერი ხასიათს, რომელიც გარემოსთან ადაპტაციისთვის ჩამოიყალიბა.
"ბავშვობაში ძალიან ლამაზი ბავშვი ვყოფილვარ... მერე, რაღაც პერიოდი "კლიშე" მქონდა, რატომ უნდა გამოირჩეოდე საზოგადოებისაგან? ეს დამოკიდებულება - "რა ლამაზია, რა ლამაზია" - მაკომპლექსებდა.
სულ იმას ამბობდნენ, რომ გოგოსავით ლამაზიაო. რომ გავიზარდე, რამდენჯერმე ლინდა ევანჯელისტას მიმამსგავსეს და ლინდას მეძახდნენ.

თბილისმა ძალიან დამაკომპლექსა... მერე იმისთვის, რომ ვსოციალიზირებულიყავი, ბევრი ძმაკაცი გავიჩინე, ბევრი ვიმუშავე და ჩემი გარეგნობის ადამიანი, ამ ქალაქის მენტალიტეტს შევაგუე. ამ ყველაფერში ისე შევერწყე და ისე გავერიე, რომ ხუმრობდნენ - ლინდასგან ზალიკო, ბატონი ზაური გახდაო.
ლინდა და ყანწიანი კაცი ერთ ადამიანში ვიყავი...
ლაპარაკის მანერითაც გამოვირჩეოდი.
"რანაირად ლაპარაკობს და იქცევა, როგორი მანერულია," - ამბობდნენ და მე იძულებული ვიყავი ეს ყველაფერი იუმორში გადამეტანა.
მერე უკვე ჩვევაში გადამივიდა, რომ აუცილებლად სასაცილო უნდა იყოს რასაც ვყვები... რაც უნდა ტრაგედია მოხდეს, ისე უნდა მოვყვე, რომ ყველას გაეცინოს,"- თქვა ზალიკო ბერგერმა ნანკა გვარის პოდკასტში სტუმრობისას.
03/27/2026