Logo

საზოგადოება

"ჩემი ქმარი სიგიჟემდე მიყვარდა" - ეკა კუპატაძე წარსულს იხსენებს

"ჩემი ქმარი სიგიჟემდე მიყვარდა" - ეკა კუპატაძე წარსულს იხსენებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ პოდკასტში "შენი ამბავი" შვილების ბავშვობა და საკუთარი ახალგაზრდობა გაიხსენა.


"ჩემი წარსული რა სალაპარაკოა ჩემს აწმყოსთან და იმასთან, რაც მომავალში მელოდება," - ამბობს ეკა კუპატაძე, თუმცა იხსენებს, როგორ დაშორდნენ ერთმანეთს გიგასა და ნიკას მშობლები და როგორ მოუხდა ახალგაზრდა დედას, ოჯახში მთავარი პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება.


"გიგაზე ფეხმძიმედ ვიყავი და ნიკა 2 წლის მყავდა, როცა მარტო დავრჩით... ქალი და კაცი ერთდროულად ვიყავი, ვენახიც მომიწამლავს, სახურავიც გადამითოვლავს, ხარ-ურემსაც გავძღოლივარ...
მაგრამ ყველაზე მეტად ის მიჭირდა, რომ ჩემი ქმარი გაგიჟებით მიყვარდა," - იხსენებს ეკა კუპატაძე.

ავტორი: ზმნა

04/06/2026