Logo

"ჩემი რეჟისორობით გადაღებული პირველი ვიდეო - 0 ლარით" - უნიჭიერეს პიანისტს რეჟისორის ხედვაც აღმოაჩნდა

"ჩემი რეჟისორობით გადაღებული პირველი ვიდეო - 0 ლარით" - უნიჭიერეს პიანისტს რეჟისორის ხედვაც აღმოაჩნდა

01/16/2026

ტექსტის ზომა

უნიჭიერესმა პიანისტმა - გიორგი გიგაშვილმა ვიდეორგოლი გადაიღო და როგორც ამბობს, ეს მისი რეჟისურით გადაღებული პირველი მუსიკალური რგოლია. საკმაოდ საინტერესო ნამუშევარია. მუსიკოსს რეჟისორის ხედვაც აღმოჩნდა.

"მოკლედ, 0 ლარით, მეგობრების უდიდესი დახმარებით და დიდი მოტივაციით გაკეთდა ეს ვიდეო!

დავით ლოლაძე - შეუფასებელი ოქრო ხარ! მადლობა ამისთვის. და მიხეილ გოგიაშვილს.

და მადლობა მამას! ვიდეოში მდგარი კარი, ერთ დღეში გამოჭრა, იფიქრა, როგორ არ წაქცეულიყო, როგორ დაემაგრებინა, როგორ მოეტანა და როგორ დაედგა. საუკეთესო ადამიანი!!!!

მადლობა ასევე ყველას, ვისაც უკვე მოგეწონათ ვიდეო და შეგიძლიათ უკვე მოუსმინოთ ჩემს ახალ ალბომს ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე!" - წერს გიორგი ფეისბუქზე.

საუბარია პროკოფიევის ალბომზე - "WITH ALL MY BREATH AND ALL MY BLOOD".

რეჟსორი - გიორგი გიგაშვილი

ოპერატორი - მიხეილ გოგიაშვილი

ფოტო - დავით ლოლაძე

ვიდეორგოლის ნახვა შეგიძლიათ აქ

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026