ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნინი ბადურაშვილი იმ მომღერლების რიცხვს მიეკუთვნება, ვისზეც ბევრს საუბრობენ, ჭორაობენ, მისი ცხოვრების დეტალებით ინტერესდებიან.
ნინი ამბობს, რომ მის ცხოვრებაში სალაპარაკოს ყოველთვის პოულობენ და ამის ახსნა, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასტროლოგიაში იპოვა.
" არაერთ ასტროლოგთან ვყოფილვარ და ყველა ერთი და იმავეს მეუბნება, რომ ჩემს ნათალურ რუკაში არის ასპექტები, რომლებიც იწვევს იმას, რომ ჩემს ცხოვრებაზე, ყოველთვის ილაპარაკებენ... ისეთ რამეს დამაბრალებენ, რაც არ გამიკეთებია, ჩემდაუნებურად მოვექცევი მოულოდნელ სკანდალებში...
არ ვხუმრობ, მართლა ვეძებდი ამის მიზეზს. მე ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ არ ვარ სკანდალური ადამიანი, არ ვარ ის, ვინც ეძებს სკანდალებს, არასდროს მნდომებია,რომ ხალხს ჩემზე ელაპარაკა... არც გამომწვევი ვარ არც მაცვია გამომწვევად, არც ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი ერთი სიტყვაც კი განხილვის საგანი ხდება," - თქვა მომღერალმა ეკა ჩხეიძის გადაცემაში "პირველი სტუდია".
05/11/2026