Logo

საზოგადოება

"ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი გადავფურცლე" - ხატია წერეთელი ციხეში გატარებულ დღეებზე

"ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი გადავფურცლე" - ხატია წერეთელი ციხეში გატარებულ დღეებზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


მომღერალი ხატია წერეთელი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით რამდენიმე თვე გაატარა, ამბობს, რომ ციხეში გატარებულმა დღეებმა საინტერესო გამოცდილება შესძინა და ახალი ადამიანები გააცნო.

"თქვენ სანამ აქ ენას იფხანდით (ზოგიერთები) მე ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი გადავფურცლე, გავიცანი საინტერესო ადამიანები, დავინახე განსხვავებული სიყვარული, გარემო სადაც ყველა ერთი სტატუსითაა, ბევრად უფრო ლოიალური აღმოჩნდა ვიდრე ველოდი.

იქ სადაც შესაძლებლობები შეზღუდულია, ახალ თვისებებს იძენ. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო #5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, თქვენ ყველაზე რთულ დღეებში მჩუქნიდით სიყვარულს დაა თანადგომას...

ცალკე მინდა აღვნიშნო რომ ქალი რომელიც ამ დაწესებულებას მართავს არარეალურად კარგი პიროვნებაა, მაღალი მორალის, სამართლიანი, უსაზღვროდ კეთილი, მზრუნველი, ჰუმანური, კარგი მენეჯერი, ნიჭიერი, ხელოვნების მცოდნე და დამფასებელი," - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ხატია წერეთელი, იგივე ირმა კურტანიძე, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 2025 წლის აგვისტოში დააკავეს. მან ციხე რამდენიმე დღის წინ, საპროცესო გარიგების საფუძველზე დატოვა.

ავტორი: ზმნა

03/09/2026